ბარსელონა ახალი მეკარის დამატებაზე ფიქრობს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ახალი მეკარის დამატებაზე ფიქრობს.
"ბარსას" რადარზე, "გრანადას" კარის დარაჯი, ლუიშ მაშიმიანუა, მაგრამ, სპორტული დირექტორის პოსტიდან რამონ პლანესის წასვლის შემდეგ, კლუბს მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
იმის გამო, რომ "გრანადა" ლა ლიგიდან გავარდა, პორტუგალიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა განახევრდა და ახლა მისი შეძენა 12.5 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანადან" ნეტუს წასვლა გარდაუვალია. ბრაზილიელს რეგულარული სათამაშო დრო სურს, თუმცა, მის პოტენციურ ტრანსფერს მაღალი ხელფასი ართულებს, რაც დაინტერესებულ კლუბებს სხვა ვარიანტებისკენ უბიძგებს.
ამ მომენტისთვის, "ბარსელონას" გეგმა, ტერ შტეგენის დუბლიორად ინიაკი პენიას (რომელიც ამჟამად "გალათასარაიში" იჯარით ასპარეზობს) დაბრუნებაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]