ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანის ლევანდოვსკის შეძენაში ეჭვი არ ეპარებათ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" მთავარი პრიორიტეტი რობერტ ლევანდოვსკია და კლუბი მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.
Sport1-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანის ეჭვი არ ეპარებათ, რომ პოლონელის ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ.
"ბარსას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის ჯერ კიდევ მარტში შეატყობინა, რომ ეკონომიკურად ყველაფერი მზად ექნებათ - მთავარია, "ბაიერნმა" რობერტის გაყიდვაზე უარი არ თქვას და მისი კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვება არ განიზრახოს.
გავრცელებული ცნობებით, ლევანდოვსკითი "პარი სენ-ჟერმენიც" ინტერესდება, მაგრამ პოლონელი მხოლოდ "ბარსელონაში" გადმოსვლაზე ფიქრობს და კატალონიურ გრანდთან 3-წლიანი ხელშეკრულებაც შეთანხმებული აქვს.
"ბლაუგრანამ" იცის, რომ, ფინანსური Fair Play-ს მიხედვით, სახელფასო ფონდში დაახლოებით 60-80 მილიონი ევროს გამოთავისუფლება მოუწევს, რათა კლუბმა რობერტის დარეგისტრირება მოახერხოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]