ზედიზედ მეორედ - "ბლაუგრანა" ფანკლუბ ლიგის გამარჯვებულია

გუშინ ქართული ფანკლუბების ჩემპიონატი "ფან-კლუბ ლიგა" დასრულდა. ტურნირი ორგანიზაცია "სპორტული თაობის" ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართებოდა.
ეს ტურნირი მეოთხედ ჩატარდა. ჩვენი ფანკლუბის გუნდმა მონაწილეობა მესამედ მიიღო. სადებიუტო სეზონში ფინალში თამაშის შემდეგ "ბლაუგრანამ" ჩემპიონობა ჯერ გასულ სეზონში იზეიმა, შემდეგ კი გუშინ. ერთი წლის წინანდლის მსგავსად ფინალურ მატჩში ინგლისური კლუბის ფანკლუბი 3 ბურთის სხვაობით დავამარცხეთ.
გუშინდელ ფინალში ტურნირის აღმოჩენას, ლონდონის "ჩელსის" ფანკლუბს ვხვდებოდით. ეს გუნდი დებიუტანტი იყო, თუმცა ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა. "ჩელსის" ფანკლუბმა ფინალშიც ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მოქმედ ჩემპიონებს მაინც ვერაფერი მოუხერხა. "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" ჯერ 3-0 დაწინაურდა, საბოლოოდ კი ჩვენმა გუნდმა 4-1 მოიგო. ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ირემაშვილმა (2), ნიკა ბურდულმა და ვალერი ზანგურმა გაიტანეს.
ზედიზედ მესამედ ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა "ბლაუგრანას" კარის დარაჯი გიორგი გუმბერიძე.
ესეც "ბლაუგრანას" საჩემპიონო შემადგენლობა: გიორგი გუმბერიძე, ბექარი ბაინდურაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან გამხიტაშვილი, ზაზა ჯალალი, გიორგი ირემაშვილი, ონისე ონიაშვილი, გიორგი დოლიაშვილი, ალექსი ლორია, ბექა დაბრუნდაშვილი, ნიკა ბურდული და კაპიტანი ვალერი ზანგური.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფანკლუბის გუნდი ამავე სახელწოდებით "ბლაუგრანა" ცოტა ხნის წინ საფეხბურთო ინტელექტუალური ვიქტორინა "მე-12 მოთამაშეს" გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]