პსჟ-ს ლევანდოვსკის შეძენა სურს

"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესებული ერთადერთი კლუბი არაა.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, პოლონელის შეძენა "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს. ლევანდოვსკის სახელი საკუთარ აგენტსა და პსჟ-ს საფეხბურთო მრჩეველ ლუის კამპოსს შორის შეხვედრაზეც ახსენეს, თუმცა კონკრეტული არაფერი თქმულა.
33 წლის ფეხბურთელმა მომავალი კლუბი უკვე აირჩია - მას მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში სურს და კატალონიელებთან 3-წლიანი კონტრაქტიც შეთანხმებული აქვს.
ტრანსფერი "ბლაუგრანასა" და "ბაიერნს" შორის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ამ დრომდე, მიუნხენელები ლევანდოვსკის გაშვებაზე უარს აცხადებენ და "ბარსას" პირველ შეთავაზებას არ პასუხობენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]