რამდენით შემცირდება ბარსას სახელფასო ფონდი ყველა არასასურველი ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში

ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონას" შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ბევრი ფეხბურთელი წავა და ბევრიც მოვა.
"ბარსელონას" მთავარი საზრუნავი სახელფასო ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებაა. ამის ერთ-ერთი გზა ფეხბურთელებთან კიდევ ერთხელ მოლაპარაკებაა, თუმცა აშკარაა, რომ გუნდს სახელფასო ბიუჯეტი მოთამაშეების წასვლითაც გამოუთავისუფლდება.
უსმან დემბელეს წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. "ბარსელონას" ასევე გეგმაში აქვს ფრენკი დე იონგის, სამუელ უმტიტის, ნეტუს, კლემან ლანგლეს, მარტინ ბრეითუეიტის, რიკი პუჩის, ოსკარ მინგესასა და დანი ალვესის გაშვება. ლუკ დე იონგი და ადამა ტრაორე კი ივნისის ბოლოს თავიან კლუბებს დაუბრუნდებიან.
ვნახოთ, რამდენით გამოუთავისუფლდება "ბარსელონას" სახელფასო ფონდი ყველა ამ ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში (ფრჩხილებში მითითებულია ხელფასის ის ოდენობა, რაც ფეხბურთელს გადასახადების გადახდის შემდეგ რჩება).
- უსმან დემბელე - €20 000 000 (€9 600 000)
- ფრენკი დე იონგი - €16 000 000 (€7 680 000)
- სამუელ უმტიტი - €6 250 000 (€3 000 000)
- ნეტუ - €6 000 000 (€2 880 000)
- კლემან ლანგლე - €6 000 000 (€2 880 000)
- მარტინ ბრეითუეიტი - €6 000 000 (€2 880 000)
- რიკი პუჩი - €4 000 000 (€1 920 000)
- ადამა ტრაორე - €2 690 000 (€1 290 000)
- ლუკ დე იონგი - €1 200 000 (€580 000)
- ოსკარ მინგესა - €220 000 (€110 000)
- დანი ალვესი - €155 000 (€70 000)
თუ "ბარსელონა" გასაშვებ ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიზანს სრულად მიაღწევს, კატალონიურ კლუბს წლიური €68 515 000 გამოუთავისუფლდება. რა თქმა უნდა, ამ თანხის ნაწილს დააბალანსებს ახალწვეულების ხელფასები, თუმცა მათი ჯამი ამ თანხაზე გაცილებით ნაკლები იქნება.
გაფრთხილება: ხელფასები ნაჩვენებია პორტალ capology-ს მიხედვით და შესაძლოა, შეიცავდეს მცირე უზუსტობებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]