ბარსელონა სახელფასო ხარჯის 160 მილიონით შემცირებას აპირებს

"ბარსელონას" ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი ძალიან დიდი სახელფასო ხარჯია. გარდა იმისა, რომ კატალონიელებს დიდი ხარჯი აქვთ, ამხელა ხელფასები კლუბს ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის პირობების შესრულებაშიც ხელს უშლის, რაც ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ცნობილია, რომ "ბარსა" ხელფასებში წლიურად დაახლოებით 560 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც მაგალითად "ბაიერნის" ხარჯზე თითქმის ორჯერ მეტია.
Sport-ის ინფორმაციით მიმდინარე ზაფხულში "ბლაუგრანას" ხელმძღვანელი პირების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სახელფასო ხარჯის რაც შეიძლება შემცირებაა. სახელდება კონკრეტული რიცხვიც - 160 მილიონი. "ბარსელონას" სურს, რომ სახელფასო ფონდი 400 მილიონამდე შეამციროს. კლუბში ხვდებიან, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]