მორიგი გამარჯვება, მორიგი ფინალი!
![მორიგი გამარჯვება, მორიგი ფინალი! მორიგი გამარჯვება, მორიგი ფინალი!](/uploads/posts/2022-06/blaugrana.webp)
ფან-კლუბ ლიგაზე ფინალისტები გამოვლინდნენ. არაფერი იცვლება - "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" ისევ ფინალშია და ისევ ჩემპიონობისთვის იბრძვის.
1/2 ფინალში "ბლაუგრანა" "რეალის" ფანკლუბის გუნდს დაუპირისპირდა. ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და 4-4 ითამაშეს. მეტოქის დონის გათვალისწინებით ისევ ძალიან დაძაბულ დაპირისპირებას ველოდით, მაგრამ საპირისპირო სურათი მივიღეთ. პირველი ტაიმი მოქმედმა ჩემპიონმა "ბლაუგრანამ" 3-0 მოიგო, შემდეგ 4-0 დაწინაურდა, საბოლოოდ კი 5-2 იმარჯვა.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ "ბლაუგრანა" არა მხოლოდ ძლიერი გუნდია, არამედ ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, "ბარსელონას" სტილში.
გოლები ნიკა ბურდულმა (2), ბექა დაბრუნდაშვილმა (2) და ლევან გამხიტაშვილმა გაიტანეს.
ფინალში ტურნირის დებიუტანტს, ლონდონის "ჩელსის" ძალიან კარგ გუნდს დავუპირისპირდებით. თამაში შაბათს, 11 ივნისს ბელიაშვილის სტადიონზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]