რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონაში ტრანსფერისთვის FIFA-ს წესის გამოყენებას აპირებს

რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონაში ტრანსფერისთვის FIFA-ს წესის გამოყენებას აპირებს

"ბარსელონა" მიმდინარე ზაფხულში რობერტ ლევანდოვსკის შესაძენად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ "ბაიერნი" მის გაშვებაზე უარს აცხადებს და ჯერ კატალონიელთა პირველი შეთავაზებისთვისაც (32 მილიონ ევროს პლუს 5 მილიონი ბონუსები) არ უპასუხია.

BILD Sport-ის თანახმად, თუ გერმანელები პოზიციას არ შეიცვლიან და ტრანსფერზე უარს იტყვიან, ლევანდოვსკი FIFA-ს მე-17 მუხლს გამოიყენებს, რაც "ბარსას" მისი გაცილებით იაფად ყიდვის შესაძლებლობას მისცემს, ვიდრე მიუნხენური კლუბი ითხოვს (მათ მინიმუმ 40 მილიონი სურთ). 

აღნიშნული წესის თანახმად, თუ ფეხბურთელს ერთ გუნდთან კონტრაქტი მინიმუმ 3 წლით აკავშირებს, მას უფლება აქვს, ხელშეკრულება გაწყვიტოს (თუ ამჟამინდელი კლუბი მის გაყიდგაზე უარს ამბობს) და სხვა ქვეყანაში გადაბარგდეს.

ასეთ შემთხვევაში მოთამაშის ფასს თავად FIFA დაადგენს (ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, პოლონელის სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონად შეფასდება), რის შემდეგაც დაინტერესებულმა კლუბმა თანხა სასურველი ფეხბურთელის მოქმედ გუნდს უნდა გადაუხადოს და ტრანსფერი ჩვეულებრივად განხორციელდება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნისადმი" პატივისცემის გამო, რობერტი ამ უფლების გამოყენებას არ აპირებდა და იმედოვნებდა, რომ კლუბი მას მშვიდად წასვლის საშუალებას მისცემდა, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მოხდება და ლევანდოვსკი იძულებულია, FIFA-ს მიმართოს.

ამ მომენტისთვის "რეკორდმაისტერის" იდეა ნათელია: ისინი რობერტის გაყიდვას არ აპირებენ, თუმცა, თუ "ბლაუგრანა" მათ 40 მილიონზე მეტს შესთავაზებს, შესაძლოა, გუნდში ტრანსფერზე ფიქრი დაიწყონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #25 6 ივნისი 2022 00:09
    2
    ღირსებიც იქნებიან ნემცები
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა

    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......

    kule samudamod

    alenya the talent, puig isn't the talent.

    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #24 5 ივნისი 2022 12:14
    0
    მომავალ წლამდე არ ალავშორებს კონტრაქტი? 2023 იო იძახდა კანიც თუ ვცდები..რა უბედურებაა ფეხბურთელს რო წასვლა უნდა 3 წლით დააკავო. თან ლავანამ ყველაფერი გაუეკთა ბაიერნს
    Culé [?]
    #23 5 ივნისი 2022 00:13
    1
    ბაიერნი არანაირად არ იმსახურებს პატივისცემას, რეალის მერე ყველაზე მეტად ეგ გუნდი მეზიზღება, არ ვარ დაბოღმილი 8-2, 4-0 ებით, უბრალოდ ეგეთი ჯორული მიდგომების გამო, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არიან, ფეხბურთელებს მონებად თვლიან :დდ
    Culé [?]
    #22 4 ივნისი 2022 19:00
    1
    მე მსგავსი ქმედებების მომხრე ზოგადად არ ვარ ყოველთვის მირჩევნია ღირსეულად გადაწყდეს ხოლმე მსგავსი საკითხი, ბავარია ღირსი იქნება თუ არ დაუფასებენ იმ შრომას რაც წლების განმავლობაში დადო კლუბისთვის. ლევანა პროფესიონალია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 4 ივნისი 2022 16:46
    3
    ძალიან კარგი არ უნდოდა ბავარიას ამის გაშვება და 40 ლიმონი? ხოდა ეხლა 24 მილიონი იკმარონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 4 ივნისი 2022 16:43
    0
    მესის ვაფშეტა ვილანოვას დროს უნდოდა წასვლა და რომ არა ტიტო წავიდოდა კიდეც.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 4 ივნისი 2022 16:03
    0
    პრეზიდენტები ხო ერთიერთმანეთზე უარესები ყავდათ გინდა ჰიონესი გინდა ეხლანდელი კანი, გინდაც ის დროებით სალიჰამიჯიჩი, მაგრამ არცერთს არ უფიქრია დამსახურებული კაცის დამსახურებულად გაშვება. თითქოს ძაღლი იყოს ეგდები სანამ ტრანსფერი გაქვსო და მორჩა. არც გახანგრძლივებაზე არ უფიქრიათ არადა ადამიანი ფიქრობს რო პატივისცემა დაიმსახურა. ესენი კიდევ ხან ლევანას ასხამენ ხან ბარსას. და თავი ღმერთები გონიათ ამ სამთავრობო გუნდს. ვინც უნდათ მიყავთ თავისთან და ამიტომაც არის ერთი გუნდის ლიგა. მესის არ უშვებდნენ იმიტომ რო უნდოდათ და ბართომეუს გაფიქრებისაც კი ეშინოდა ხალხი ჩამქოლავსო. მაგრამ ვილია როგორ გავუშვით? ვერ გამოკეთდა ტრავმის შემდეგ ბოლომდე და სადაც ითხოვა იქ გავუშვით რაღაც 5 მილიონად. პედრი და რავიცი ვეღარ ვიგონებ ჩვენ არავის ხარჯზე გამდიდრება არ გვიფიქრია, ამათ კი 25 მილიონად ალკანტარა აგვაცალეს. ერთი ნეიმარში ავიღეთ დიდი ფული ისიც იმიტომ რო გამოსასყიდი იყო ასეთი და არც შეიხებს არ ადარდებდათ რამდენს გადაყრიდნენ.
    Culé [?]
    #18 4 ივნისი 2022 15:50
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    რათქმაუნდა არ მენდომებოდა და არც ბაიერნის ფანებს უნდათ ლევანა რომ წავიდეს მაგრამ, ფეხბურთელია და არა მონა, თუ წასვლა უნდა ჯაჭვებით არ უნდა დააბა

    არ გედავები მაგაში თუმცა არასდროს დგას ფეხბურთელის სურვილი და ინტერესი კლუბზე მაღლა, თუ არ არსებობს ორმხრივი ნება. თუ ვინმეზე მონა ითქმის, ეგერ პირველი ვერატია, მარა მშვენიერი ბედნიერი ჩანს სადაც არის.. რამოსიც დაუბამს და რონალდუც რეალს, მაგრამ არცერთი ყოფილა უმოტივაციო გუნდში დარჩენით და არც მეორე არცერთ შემთხვევაში.. ეგ დემბელესნაირ იმბეცილს როცა იტოვებ ან ყიდულობ ძალით, მაშინ უნდა იფიქრო მაგაზე თორე ლევანა იმ დონის პროფესიონალია, თუ დარჩება გუნდში, საკუთარ თავსაც ბოლომდე მიუძღვნის..
    P.S მეც მინდა ლევანას ტრანსფერი და მაგარი მკიდია როგორ დატოვებს ბავარიას, თუმცა ბარსელონას თუ უნდა მისი შეძენა, პირველი ბავარიას მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს და მერე ფეხბურთელის. ასე ვფიქრობ მე

    ციტატა: Bakero
    და თუ კაცი მეუბნება არ მინდა შენ გუნდში თამაშიო მაშინ ? ეხლა წავა ფიფას წესებით და ბავარიას რა ხეირი ? 50 -ს ითხოვენ და აიღებენ 24 -ს

    ეგ ქუჩის ფეხბურთში და პროფესიონალებში როგორც ხდება კი დავწერე კაკრას 1 წუთის წინ :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 4 ივნისი 2022 15:48
    0
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: EL MAESTRO 6
    მერედა როცა ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა გაუშვა, მითუმეტეს მესის რაც აქვს განაკეთები ეგ რომ ჩამოვწერო მთელი დღე დამჭირდება, ლევანაზეც ეგრეა, წასვლა უნდა და უნდა გაუშვან

    კი წესით უნდა გაუშვან, მარა მესი რო გაეშვათ 2017_ში შენ გენდომებოდა? ისე არუნდათ იმათაც :))

    და თუ კაცი მეუბნება არ მინდა შენ გუნდში თამაშიო მაშინ ? smile ეხლა წავა ფიფას წესებით და ბავარიას რა ხეირი ? smile 50 -ს ითხოვენ და აიღებენ 24 -ს smile
    Culé [?]
    #16 4 ივნისი 2022 15:33
    0
    ციტატა: azulgerana
    ჯერ ერთი რომ მესის ერთი წლით ადრე უნდოდა კლუბიდან წასვლა

    სუარესამდე ბევრად ადრეც უნდოდა, იმ წყეული რომასთან კრახის მერე ითხოვა სიტიში გადასვლა, მერე ლივერპულთან კრახის დროს, თუმცა სუარესი იასნა ბოლო პიკი იყო და მაგისთვის ოფიციალურად ბიურო ფაქსიო თუ რაც იყო იმის გამოყენება სცადა, მარა მაინც დააბეს..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 4 ივნისი 2022 15:30
    0
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: EL MAESTRO 6
    მერედა როცა ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა გაუშვა, მითუმეტეს მესის რაც აქვს განაკეთები ეგ რომ ჩამოვწერო მთელი დღე დამჭირდება, ლევანაზეც ეგრეა, წასვლა უნდა და უნდა გაუშვან

    კი წესით უნდა გაუშვან, მარა მესი რო გაეშვათ 2017_ში შენ გენდომებოდა? ისე არუნდათ იმათაც :))

    რათქმაუნდა არ მენდომებოდა და არც ბაიერნის ფანებს უნდათ ლევანა რომ წავიდეს მაგრამ, ფეხბურთელია და არა მონა, თუ წასვლა უნდა ჯაჭვებით არ უნდა დააბა
    Culé [?]
    #14 4 ივნისი 2022 15:27
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    მერედა როცა ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა გაუშვა, მითუმეტეს მესის რაც აქვს განაკეთები ეგ რომ ჩამოვწერო მთელი დღე დამჭირდება, ლევანაზეც ეგრეა, წასვლა უნდა და უნდა გაუშვან

    კი წესით უნდა გაუშვან, მარა მესი რო გაეშვათ 2017_ში შენ გენდომებოდა? ისე არუნდათ იმათაც :))
    Culé [?]
    #13 4 ივნისი 2022 15:22
    0
    სწორადაც მოიქცევა თუ მაგ წესს გამოიყენებს,რაც მეტ პატივისცემას გამოიჩენს მით უფრო გაუვათ თავს,ჰოდა გაუწყვიტოს,მართლა და მართლა რა გაახურა ამ ბაიერნმა საქმე.წასვლა უნდა მორჩა პატივი სცენ მის გადაწყვეტილებას და სურვილს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 4 ივნისი 2022 15:00
    0
    40-ის მერე დაიწყებენ ფიქრს, თანხმობას რამდენი უნდა ნეტა, 60?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 4 ივნისი 2022 14:56
    0
    ციტატა: Memphis Depay

    ლევანაზე 10ჯერ მეტი ღირებული და დაფასებული ფიგურა იყო ლეო ბარსასთვის, მარა არც ის გაუშვეს მისი სურვილის მიხედვით, მხოლოდ ძუკნა ძაღლივით გააბუნძულეს :))

    არა ძმაო რა შედარებაა. ჯერ ერთი რომ მესის ერთი წლით ადრე უნდოდა კლუბიდან წასვლა სუარესთან ერთად ბარსაც შეზიზღდა, მერე ავტორიტეტზე იფიქრეს ის წელი და ბოლოს ესე გაუშვეს და ხელი შეახოცეს ესპანეთის საფეხბურთო დელეგაციას. მერე კიდე მესის იმ წელს არ ჰქონდა წასვლის შანსი
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 4 ივნისი 2022 14:53
    0
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: EL MAESTRO 6
    აი პროსტა რა შვაინები არიან, ლევანა უკვე ეამდენი ხანია ბაიერნის ფეხბურთელია, ტიპმა ყველა რეკორდი მოხსნა და გუნდის ტიტულებშიც მისი წვრილი ყვეკაზე მაღალია, გუ დის ლეგენდაა უკვე და ახლა რ9ცა 34 წლისაა და ახალი გამოცდილების მიღება უნდა არ უშვებენ, უოატივცემულებაა ფეხბურთელის მიმართ , ჩვენ ბაიერნთან ისედაც ძაან ცუდი ურთიერთობა გვაქვს და სულ არ მაინტერესებს კიდე თუ დაგვეძაბება, პირიქით 10 მილიონად ასეთი ფეხბურთელი არც დაგვესიზმრება

    ლევანაზე 10ჯერ მეტი ღირებული და დაფასებული ფიგურა იყო ლეო ბარსასთვის, მარა არც ის გაუშვეს მისი სურვილის მიხედვით, მხოლოდ ძუკნა ძაღლივით გააბუნძულეს :))

    მერედა როცა ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა გაუშვა, მითუმეტეს მესის რაც აქვს განაკეთები ეგ რომ ჩამოვწერო მთელი დღე დამჭირდება, ლევანაზეც ეგრეა, წასვლა უნდა და უნდა გაუშვან
    გულშემატკივარი [?]
    #9 4 ივნისი 2022 14:52
    1
    რომც არ გამოვიდეს ამისი ტრანსფერი დიდად არ დამწყდება გული, ჯობია მთლიანად ახალგაზრდებზე გაკეთდეს აქცენტი. დარვინ ნუნიესი იდეალური იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 4 ივნისი 2022 14:52
    1
    აუ ტიპს როგორ უნდა მოსვლა აზრზე ხარ? მაგარი კაცი.
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #7 4 ივნისი 2022 14:50
    0
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: EL MAESTRO 6
    აი პროსტა რა შვაინები არიან, ლევანა უკვე ეამდენი ხანია ბაიერნის ფეხბურთელია, ტიპმა ყველა რეკორდი მოხსნა და გუნდის ტიტულებშიც მისი წვრილი ყვეკაზე მაღალია, გუ დის ლეგენდაა უკვე და ახლა რ9ცა 34 წლისაა და ახალი გამოცდილების მიღება უნდა არ უშვებენ, უოატივცემულებაა ფეხბურთელის მიმართ , ჩვენ ბაიერნთან ისედაც ძაან ცუდი ურთიერთობა გვაქვს და სულ არ მაინტერესებს კიდე თუ დაგვეძაბება, პირიქით 10 მილიონად ასეთი ფეხბურთელი არც დაგვესიზმრება

    ლევანაზე 10ჯერ მეტი ღირებული და დაფასებული ფიგურა იყო ლეო ბარსასთვის, მარა არც ის გაუშვეს მისი სურვილის მიხედვით, მხოლოდ ძუკნა ძაღლივით გააბუნძულეს :))

    მთლად მასეც არაა, მე მაინც მგონია რო ეგ ამბავი უბრალოდ მასე წარმოაჩინეს, თორე მესის ერთი წლით ადრე თავისი სურვილით უნდოდა წასვლა, ის ერთი წელი ძალით დარჩა და უკვე დაინახა რო კუმანის ბარსას არანაირი პერსპექტივა არ ეტყობოდა, მე მგონია რო ლეოს სურვილი იყო ბარსას დატოვება.
    Culé [?]
    #6 4 ივნისი 2022 14:39