ფრენკი დე იონგი: ის როლი, რომელსაც ნაკრებში მაძლევენ, ბევრად უკეთ შემეფერება

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის გამართული მატჩის (4-1) შემდეგ, კომენტარს აკეთებს.
ნაკრებში, "ბარსასთან" შედარებით, რადიკალურად განსხვავებულ სტილში ვთამაშობ. ის როლი, რომელსაც ლუი ვან გაალი მაძლევს, ბევრად უკეთ შემეფერება.
მომწონს, როცა პირველი ფეხბურთელი ვარ, რომელიც მცველებისგან ბურთს იღებს.
- ციტირებს დე იონგის სიტყვებს NOS.
25 წლის ფეხბურთელზე, "ნარინჯისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალიც საუბრობს:
ფრენკი ნაკრებში ყოველთვის კარგად ასპარეზობს. აქ, ვცდილობთ, მისი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ და სწორად ვათამაშოთ.
ერთა ლიგის A დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებმა ბრიუსელში ბელგია 4-1 გაანადგურა, ფრენკი დე იონგმა კი ასისტი მიითვალა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]