ბარსელონასა და ბაიერნს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი მხოლოდ ლევანდოვსკი არაა

ბარსელონასა და ბაიერნს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი მხოლოდ ლევანდოვსკი არაა

რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის გამო ამჟამად "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის კარგი დამოკიდებულება ნამდვილად არაა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობა დუმილს ინარჩუნებს, მიუნხენელთა წარმომადგენლები "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მწვავედ აკრიტიკებენ და ვერ ხვდებიან, პოლონელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება რატომ სურს.

თუმცა, Sport1-ის ინფორმაციით, კატალონიელებსა და გერმანელებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიზეზი მხოლოდ ლევანდოვსკი არაა. საქმე ისაა, რომ "ბლაუგრანას" "ბაიერნიდან" 17 წლის ქენან ილდიზის გაფორმება სურს, თავად "რეკორდმაისტერი" კი "ლა მასიელ" იკერ კორდობასა და ადამ აზნუს აკვირდება. 

15 წლის იკერს, რომელიც პოზიცით მცველია და 18-წლამდელთა გუნდში ირიცხება, "ბარსელონასთან" კონტრაქტი ამ ზაფხულში ეწურება. მისი ასაკის გახლავთ აზნუც, რომელიც 16-წლამდელთა რიგებში ასპარეზობს. ამ მომენტისთვის ადამსა და "ბაიერნს" შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ახალგაზრდა უკანახაზელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

რაც შეეხება ილდიზს - თურქი შემტევი ნახევარმცველი "ბარსელონას" რამდენიმე თვის წინ დაუკავშირეს. კატალონიელებს მისი შეძენა "ბარსა ატლეტიკისთვის" სურთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ივნისი 2022 01:02
    0
    თუ საქმე ოსმალოშია, მაშინ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, არანაირი თურქილმაზები კამპ ნოუზე barca-7
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ივნისი 2022 00:40
    0
    არ გვინდა ეს დემირები და ილმაზები. ლა მასიელები მოხოდონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 1 ივნისი 2022 22:42
    0
    სასტარტოში 2 ცვილებაა: ტალიაფიკო აკუნიას ნაცვლად და მოლინა ფოიტის მაგივრად
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 ივნისი 2022 22:10
    1
    ეგენი სანამ იმ ხულიგან პრეზიდენტს არ მოიცილებენ ყველასთან დაეძაბებათ ურთიერთობა. რაც მინდორზე იყო ნაგავი ის ცხოვრებაშია.
    Culé [?]
    #2 1 ივნისი 2022 21:34
    1
    აბა ვინ ელოდებით ფინალისიმას (არგენტინა - იტალიას)?


    სავარაუდო სასტარტო ვნახე და მაგარი შემადგენლობაა იმედია ამ სასტავით გავა სათამაშოდ სკალონის ბიჭები


    ემილიანო მარტინესი
    ფოიტი-რომერო-ოტამენდი-აკუნია
    დე პაული-გ.როდრიგესი-ლო ჩელსო
    მესი-ლაუტარო მარტინესი-დიმკა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ივნისი 2022 21:25
    0
    ნეტა არ ატრაკბდნენ.იმდენს იზამენ 10 მილიონად მოვა ლევანა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid