კესიემ და კრისტენსენმა ბარსელონასგან გარანტიები მიიღეს

კესიემ და კრისტენსენმა ბარსელონასგან გარანტიები მიიღეს

ამჟამად "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ კლუბს არათუ რობერტ ლევანდოვსკის ყიდვა არ შეუძლია, არამედ თავისუფალი აგენტების, ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის დამატება და მეტიც, სერჟი რობერტოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც კი.

თუმცა კლუბმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და თვის ბოლოსთვის "ბლაუგრანას" ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება.

თავისუფალი აგენტების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი ცნობით ფრანკ კესიესთან და ანდრეას კრისტენსენთან ყველაფერი შეთანხმებული და დასრულებულია. მართალია, "ბარსას" ამჟამად მათი დარეგისტრირება არ შეუძლია, მაგრამ ორივე ფეხბურთელს კლუბისგან შესაბამისი გარანტიები აქვთ მიღებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 ივნისი 2022 13:10
    0
    თუ გარანტია არსებობს...
    Culé [?]
    #8 2 ივნისი 2022 00:44
    0
    თუ მართლა მაგ სქემით 3 : 4 : 3-ით აპირებს ჩავი თამაშს მაშინ ორივე გვჭირდება ქრისტენსენიც (დაცვაში) და მითუმეტეს კესიც (ნახევარდაცვაში 2 საყრდენი) .....ჩვენი მცველებიდან არავინ არ იცის მაგ სქემაში თამაში არაუხოს რომ უთამაშია რამდენიმე თამაში 3 მცველიან სქემაში ეგ არ ნიშნავს რომ უკვე გამოცდილება აქვს მაგრამ იმის იმედი მაქვს რომ ნიჭიერია და უნდა მოერგოს სხვა გზა არ არის ! კუნდე და კულიბალი სასიცოცხლოდ აუცილებელია ორივე ერთად ! მითუმეტეს თუ მართლა მაგ სქემით ვაპირებთ თამაშს დაცვაში მე არა ვარ მაგ სქემის გულშემატკივარი იმიტომ რომ მაგ სქემაში ცენტრალურ მცველებზე (რომლებიც თამაშს უნაკლოდ უნდა კითხულობდენენ სივრცეების დაფარვას ვგულისხმობ ფლანგებზე ) მნიშვნელოვანი ორი ექსტრა კლასის განაპირა ლატერალის ყოლაა!! და ჩვენ რომელი გვყავს ეგეთი ? ალბა თუ დანი ? ! 100 100 წლის confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 ივნისი 2022 15:52
    1
    გვეშველება რამე? ტებასის ხელში ესე მგონია ჩვენი როგორც გუნდის მოშლა უნდა საერთოდ.
    Culé [?]
    #6 1 ივნისი 2022 14:08
    5
    კესი ძალიან კარგია. სწრაფია, ჯანზეა, ართმევაზე ძააან კარგია და კარშიც ურტყავს ხშირად რაც გვაკლია ჩვენ. ნახევარდაცვამ ბევრჯერ უნდა გაისროლოს
    Culé [?]
    #5 1 ივნისი 2022 14:07
    4
    კრისტენსენი დიდად არ მომწონს მარა უკეთესი ვარიანტი არ გვაქ და გარსიას და ლენგლეს ნაღდად ჯობია
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    ფანი [?]
    #4 1 ივნისი 2022 13:48
    4
    კესი მილანის ლიდერია და ნამდვილად გამოგვადგება, კრისტენსენიც კარგი ფეხბურთელია ცოტა დრო მივცეთ და ეგაა barca-1
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    Culé [?]
    #3 1 ივნისი 2022 13:31
    9
    კესი მილანის ლიდერი იყო მაგის დამსახურებაცა რომ მილანი გაჩემპიონდა.ბევრს გაგაოცებთ ვინც არ იცით ეს რა დავითრიეთ.
    Culé [?]
    #2 1 ივნისი 2022 13:30
    0
    უფასოდ ძაან კარგი ტრანსფერებია, კესი მილანში ძაან მაგარია და კრისტენსენი ზოგადად კარგია,ნაკრებში ძაან კარგია, მითუმეტეს ღორებს რომ გასთხარა შორიდან, ჩალსიში ტრამვის მერე ბევრი დრო აღარ მისცეს და ფორმაში შესვლა დასჭირდება
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    ფანი [?]
    #1 1 ივნისი 2022 13:25
    7
    კესი ძაან დონეა არადა, მილანის თამაშებს ვინც უყურებდით დამეთანხმებით. კრისტენსენიც არაა ცუდი, უფასოდ ვიმატებთ თან და ტაკ შტო მისაღებია ორივე.