პედრი და ანსუ - მომავლის დუეტი

პედრი და ანსუ - მომავლის დუეტი

2021/22 წლებში პედრი გონსალესმა და ანსუ ფატიმ, ტრავმების გამო, ერთად ბევრი მატჩი ვერ ჩაატარეს. აწ უკვე გასულ სეზონში ანსუმანემ მონაწილეობა მხოლოდ 15 მატჩში მიიღო, პედრიმ კი - 22-ში.

ორი სეზონის ჯამში მხოლოდ 13 მატჩი

სამწუხაროდ, ამ სეზონში ფატი და პედრი ერთად მოედანზე მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ. ორი სეზონის ჯამში კი მათ ერთამენთის მხარდამხარ, შესაძლო 107 შეხვედრიდან, მხოლოდ 13-ში ითამაშეს.

მიუხედავად ცოტა მატჩისა, ფატიმ და პედრიმ საკუთარი კვალი მაინც დატოვეს - ანსუმ სუპერ თასზე "რეალს" გაუტანა, პედრიმ კი კოპა დელ რეიზე "ბილბაოს" ანგარიში ბოლო წუთზე გაუთანაბრა.

2020/21 წლების სეზონში ახალგაზრდებმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსისა" და "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზეს. აღსანიშნავია, რომ უნგრული კლუბის წინააღმდეგ თავის გამოჩენა ორივემ შეძლო და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემპიონთა ლიგის 1 მატჩში ერთი გუნდის მაისურით გოლი ორმა არასრულწლოვანმა გაიტანა. 

პედრის კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი, ანსუს ხელშეკრულება კი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. შედაგად, მათ საკმარისი დრო აქვთ, რომ ერთად გაიბრწყინონ.

11 გოლი გასულ სეზონში

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არცერთ მათგანს არ უთამაშია, ანსუსა და პედრის საკმაოდ პროდუქტიული სეზონი ჰქონდათ. ფატიმ 6 გოლის გატანა მოახერხა, პედრიმ კი მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო. ამასთან, გონსალესმა 1 ასისტიც მიითვალა. 

2 "ოქროს ბიჭუნა"

18 წლის ასაკში ფატი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. პედრიმ კი 2021 წელს Golden Boy-ს ჯილდო დაისაკუთრა და Kopa Trophy-საც (პრესტიჟული პრიზი, რომელიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა) დაეუფლა. 

ამ წლის ბოლოს, Golden Boy-ს მოგება ორივე მათგანს შეეძლება.

25 დღე და 1 800 კილომეტრი

პედრი და ფატი მომავალში "ბარსას" უმნიშვნელოვანეს წევრებად მოიაზრებიან. საინტერესოა, რომ მათ შორის სხვაობა მხოლოდ 25 დღეა: ანსუ 2002 წლის 31 დეკემბერს, გვინეა-ბისაუში დაიბადა, პედრი კი ამ ქვეყანას 2002 წლის 25 ნოემბერს, 1 800 კილომეტრის მოშორებით, ტეგესტეში (ტენერიფეში) მოევლინა.

პედრი და ანსუ ერთი თაობის წარმომადგენლები არიან, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ისტორია ერთად უნდა დაწერონ.

წყარო: "ბარსელონას" ოფიციალური საიტი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 4 ივნისი 2022 13:47
    0
    ციტატა: LM10TheLegend
    I.S.I.S.Culé

    მეც მაქვს იმედი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 1 ივნისი 2022 16:19
    0
    ციტატა: mesi_10
    ორივემათგანს კოჭებში ეტყობათ რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და იქნებიან. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს ბარსას პედრი, ანსუ, იგივე გავი და თუნდაც ნიკო გონსალესი ეს რათქმაუნდა ბარსას მომავლის თაობაა რომელთა ნდობაც შეიძლება. კონკრეტულათ პედრის და ფატის დუეტს მომავალი სეზონიდან მოუთმენლად ველი და შემიძლია 100%-ით ვივარაუდო რომ უმაგრესი დუეტი ექნებათ გამომდინარე იქიდან რო ინდივიდუალურათ ორივე მაგრათ თამაშობს და ერთათ კიდე ბევრ წარმატებას მიახწევენ ბარსას მაისურით...

    იმედია მოვესწრებით ამათ ერთად მოგებულ ტიტულებს.
    ფანი [?]
    #11 1 ივნისი 2022 09:31
    1
    მთავარია ტრავმებმა აღარ შეაწუხოს და ორივე ჩაეწერება ისტორიაში, უფრო პედრის მეიმედება
    Culé [?]
    #10 1 ივნისი 2022 01:29
    1
    გვინეა ბისაუდან ტენერიფემდე არ ვიცი რამდენი კილომეტრია, მარა 25 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე 25 დღეზე მეტია სხვაობა:)
    მწერალი [?]
    #9 1 ივნისი 2022 00:47
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: nika gela9fcb
    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?

    სილქ სპორტ 1

    უნივერსალზეა

    არაა.
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 ივნისი 2022 00:30
    2
    აი ამათმა მსოფლიო უნდა დაიპყრონ.ორივეს აქვს ამის პოტენციალი.პედრი უკევე ძალიან მაღალ დონეს დებს და ფატიც იმედია მალე შეუერთდება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 ივნისი 2022 00:29
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: nika gela9fcb
    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?

    სილქ სპორტ 1

    უნივერსალზეა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ივნისი 2022 00:17
    0
    ორივემათგანს კოჭებში ეტყობათ რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და იქნებიან. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს ბარსას პედრი, ანსუ, იგივე გავი და თუნდაც ნიკო გონსალესი ეს რათქმაუნდა ბარსას მომავლის თაობაა რომელთა ნდობაც შეიძლება. კონკრეტულათ პედრის და ფატის დუეტს მომავალი სეზონიდან მოუთმენლად ველი და შემიძლია 100%-ით ვივარაუდო რომ უმაგრესი დუეტი ექნებათ გამომდინარე იქიდან რო ინდივიდუალურათ ორივე მაგრათ თამაშობს და ერთათ კიდე ბევრ წარმატებას მიახწევენ ბარსას მაისურით...
    Culé [?]
    #5 1 ივნისი 2022 00:00
    1
    გიორგი ჩანგელია,
    გაიხარე
    ფანი [?]
    #4 31 მაისი 2022 23:48
    1
    ჯოკოვიჩ-ნადალს უყურებთ ვინმე? მოიგებს იმედია ნოლე..
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    მწერალი [?]
    #3 31 მაისი 2022 22:45
    0
    ციტატა: nika gela9fcb
    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?

    სილქ სპორტ 1
    --------------------
    🔵🔴
    Culé [?]
    #2 31 მაისი 2022 22:44
    1
    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?
    Culé [?]
    #1 31 მაისი 2022 22:40
    4
    იმედია ფატის ტრამვები აღარ შეაწუხებს, იმედი მაქვს ამ ბიჭის... მეკიარა ალბათ ყველას ამისი იმედი გვაქვს ))))
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...