ლაპორტა ტებასს გაჩუმებისკენ მოუწოდებს

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს პასუხობს და მას გაჩუმებისკენ მოუწოდებს.
ცოტა ხნის წინ ტებასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "ბარსელონას" რობერტ ლევანდოვსკის ყიდვა არ შეუძლია.
დღეს "ბარსას" დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დროს მიღებული გადაწყვეტილებები კლუბს ფინანსური პრობლემების დიდწილად მოგვარების საშუალებას მისცემს. ცოტა ხნის წინ კი ჟოან ლაპორტამ ტებასის კომენტართან დაკავშირებით Barca TV-ს მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ხავიერ ტებასი? მას ვთხოვ, რომ "ბარსელონას" ტრანსფერებზე აღარ ისაუბროს. თუ ტებასი ამას განზრახ აკეთებს, მაშინ ეს ჩვენთვის მიუღებელია. ხოლო თუ გაუთვითცნობიერებლად აკეთებს, მაშინ ის ბევრი ლაპარაკი და ყურადღების ცენტრში ყოფნა ჰყვარებია."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]