ლიდსმა ბარსელონას საკუთარი პირობები გააცნო

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის პოდკასტ Here We Go-ში "ბარსელონას" ერთ-ერთ სამიზნესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
რომანოს ცნობით, "ლიდს იუნაიტედმა" "ბარსელონას" აცნობა, რომ ბრაზილიელ მარჯვენა შემტევს, რაფინიას მინიმუმ 55 მილიონ ევროდ შეელევა. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ ინგლისელები თანახმანი არ არიან, "ბარსამ" ეს თანხა რამდენიმე წელზე გადაანაწილოს, როგორც ეს ფერან ტორესის ტრანსფერის შემთხვევაში მოხდა.
"ლიდსის" ეს მოთხოვნები "ბარსელონასთვის" მისაღები ვერ იქნება და როგორც ჩანს, კატალონიელებს რაფინიას ხელში ჩასაგდებად სერიოზული მუშაობა მოუწევთ.
ფაბრიციოს ინფორმაციით რაფინიასთვის ბრძოლაში სხვა გუნდებიც ერთვებიან, რაც "ბარსელონას" მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]