რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის დასატოვებლად FIFA-ს წესს არ გამოიყენებს

რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" დასატოვებლად, გერმანული კლუბისადმი პატივისცემის გამო, FIFA-ს წესს არ გამოიყენებს.
აღნიშნული წესის თანახმად, თუ ფეხბურთელს ერთ გუნდთან კონტრაქტი მინიმუმ 3 წლით აკავშირებს, მას უფლება აქვს, ხელშეკრულება გაწყვიტოს (თუ ამჟამინდელი კლუბი მის გაყიდგაზე უარს აცხადებს) და სხვა ქვეყანაში გადაბარგდეს.
ასეთ შემთხვევაში მოთამაშის ფასს თავად FIFA დაადგენს, რის შემდეგაც დაინტერესებულმა კლუბმა თანხა სასურველი ფეხბურთელის მოქმედ გუნდს უნდა გადაუხადოს და ტრანსფერი ჩვეულებრივად განხორციელდება.
ლევანდოვსკი იმედოვნებს, რომ გერმანელები მას "ბარსელონაში" გადასვლის საშუალებას მისცემენ და ტრანსფერს ხელს არ შეუშლიან. [სანტი ოვალიე]
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]