ტრანსფერები | ლევანდოვსკი, ნევეში, ცარევიჩი, დიუნკუ, ბენ იედერი

გთავაზობთ "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმებზე დღეს გავრცელებულ ცნობებს.
რობერტ ლევანდოვსკი
"ბარსა" დარწმუნებულია, რომ ლევანდოვსკის შეძენას შეძლებს. კლუბი მის ძალისხმევას და ქმედებებს აფასებს. რობერტი ამჟამად პოლონეთის ნაკრებსა და ერთა ლიგის მატჩებზეა ფოკუსირებული. პოლონელს სურს, თავისი მომავალი 14 ივნისამდე გაირკვეს და პრესეზონი "ბლაუგრანასთან" ერთად დაიწყოს. [Sport]
სასტარტო შემადგენლობის პოტენციური წევრები
"ბარსელონაში" გადმოსვლის შემთხვევაში სესარ ასპილიკუეტა, ჟიულ კუნდე, რუბენ ნევეში, რობერტ ლევანდოვსკი და რაფინია გარანტირებულად სასტარტო შემადგენლობის წევრები იქნებიან. ასევე, მარკოს ალონსო, ანდრეას კრისტენსენი და ფრანკ კესიე როტაციაში მოხვდებიან. [Sport]
რუბენ ნევეში
ჩავიმ პორტუგალიელს დაურეკა და მისი დარწმუნება ცადა. ნევეში სერხიო ბუსკეტსის კონკურენტად განიხილება. რუბენმა იცის, რომ ჩავი ენდობა და სურს, "ბარსას" პროექტს შემოუერთდეს. [Sport]
ლაზარ ჩარევიჩი
ვინაიდან სარეზერვო გუნდში ბევრი მეკარეა, "ბარსელონა" ფიქრობს, რომ ჩარევიჩის გაყიდვა კარგი გადაწყვეტილება იქნება, თანაც, მისი კონტრაქტი მომავალ წელს იწურება. [Sport]
ალფა დიუნკუ
ალფა დიუნკუ "ბარსა ბ-ში" იჯარით ასპარეზობს. კატალონიელებმა ის იანვარში "გრანადადან" ინათხოვრეს და ფეხბურთელის გამოსყიდვაზე ფიქრობენ. "ბლაუგრანა" სენეგალელის პერფორმანსით კმაყოფილია. ცოტა ხნის წინ იგი ნაკრებშიც გამოიძახეს. [Sport]
ვისამ ბენ იედერი
"ბარსელონა", "მონაკოს" თავდამსხმელის, ვისამ ბენ იედერის სიტუაციას აკვირდება. [L'Equipe]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]