ჩავი ერნანდესს ტრინკაუს შენარჩუნება სურდა

ჩავი ერნანდესს ტრინკაუს შენარჩუნება სურდა

ლისაბონის "სპორტინგს" ფრანსიშკუ ტრინკაუს იჯარით აყვანა (გამოსყიდვის უფლებით) სურს და "ბარსასთან" შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ტრინკაუს შენარჩუნებას აპირებდა, რადგან ახალგაზრდა შემტევი ჩავი ერნანდესს მოსწონს და გეგმავდა, რომ მისთვის პრესეზონზე შანსი მიეცა. თუმცა, ფეხბურთელს პორტუგალიაში დაბრუნება და მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" პორტუგალიელი მოთამაშე 2020 წელს, "ბრაგადან" 31 მილიონ ევროდ შეიძინეს. 22 წლის ფრანსიშკუმ გასული სეზონი იჯარით "ვულვზში" გაატარა.

ტრინკაუს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 მაისი 2022 21:07
    0
    (გამოსყიდვის უფლებით) არა რა, აიღოს ვალდებულება თუ ძალიან ჭირდება არა და ვინც იყიდის იქ გავუშვათ, ახლა განვადებების დროა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 მაისი 2022 18:35
    2
    გამოსყიდვის უფლებით უნდა და არა ვალდებულებით. ყველა გენიოსი როგორაა ჩვენთან მიმართებაში?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 მაისი 2022 17:16
    0
    კოლადოს ტოვებენ ისედაც და მგონია ლა მასიელი ბარსა ბ-ს ყოფილი კაპიტანი რომელიც ბრწყინავდა ბარსა ბ-ში უფრო იმსახურებს შანსს ვიდრე ეს. ისე ერთი პერიოდი მაგარი აკრებილი ჰქონდა და ვირმა კუმანმა სკამზე დაალპო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 30 მაისი 2022 15:00
    4
    ციტატა: Iniesta_8
    დემბელე, ტრაორე და ლუკ დე იონგი მიდის, ფატია ტრავმა აქვს 80%, ამ დროს რომ კონკურენციის შეგეშინდება მაგარი კურდღელი ხარ. ასეთი ფეხბურთელი არც არასდროს იქნება ბარსაში სათამაშოდ მზად.

    არამგონია სამართლიანი კონკურენციის შეეშინდეს, უბრალოთ ბარსაში მგონი ნაცნობობით არიან ძირითადში, ტორეს ყველგან ტენიან მიუხედავად პოზიციისა , უბედურება ისაა რო ყველა პოზიციაზე ნულია ტიპი
    ფანი [?]
    #2 30 მაისი 2022 14:20
    1
    შანსს იმსახურებს ტრინკაო
    Culé [?]
    #1 30 მაისი 2022 13:24
    3
    დემბელე, ტრაორე და ლუკ დე იონგი მიდის, ფატია ტრავმა აქვს 80%, ამ დროს რომ კონკურენციის შეგეშინდება მაგარი კურდღელი ხარ. ასეთი ფეხბურთელი არც არასდროს იქნება ბარსაში სათამაშოდ მზად.