ლიდსი რაფინიას სანაცვლოდ 55 მილიონს ითხოვს

ლიდსი რაფინიას სანაცვლოდ 55 მილიონს ითხოვს

უსმან დემბელეს წასვლის შემთხვევაში, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე "ბარსელონას" რჩეული "ლიდს იუნაიტედის" შემტევი რაფინიაა, თუმცა ბრაზილიელის შეძენა მარტივი არ იქნება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი 25 წლის შემტევის სანაცვლოდ მინიმუმ 55 მილიონ ევროს მოითხოვს, რისი გადახდის საშუალებაც "ბარსას" არ აქვს, ამიტომ კატალონიური კლუბი ფასის შესამცირებლად ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვას შეეცდება.

რაფინია "ბლაუგრანასგან" კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება, მაგრამ "ბარსა" "ლიდსს" შეთავაზებას იქამდე არ გაუკეთებს, სანამ დემბელეს მომავალი არ გაირკვევა. თუ უსმანმა წასვლა გადაწყვიტა, "ბარსელონა" ინგლისელებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ხოლო ფრანგის დარჩენის შემთხვევაში რაფინიას შეძენას აღარ ეცდება.

კატალონიელებს ბრაზილიელთან 5-წლიანი კონტრაქტი აქვთ შეთანხმებული. არაერთი კლუბის ინტერესის მიუხედავად, რაფინიას "ბარსაში" თამაში სურს. 

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ "ლიდსი" ჩემპიონშიფში დაქვეითდებოდა, რაფინიას გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი იქნებოდა, თუმცა სწორედ ბრაზილიელის წყალობით, კლუბი პრემიერ ლიგაში დარჩა, რის გამოც მისი შეძენა რთულდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 30 მაისი 2022 23:04
    0
    55 საკრალური ციფრია joy ერთი გვყავს უკვე გუნდში 55 მილიონიანი (კიდევ კარგი ნაწილ ნაწილ უნდა გადავიხადოთ ოთხი წლის განმავლობაში ეგ თანხა ) იმედებს ვამყარებთ რომ მომავალ სეზონში მაინც ათამაშდება გოლებს თუ არა ასისტებს მაინც გააკეთებს .....რაფინიაში 55 რატომ უნდა გადაიხადო ?! როცა მაგ თანხად კლასით უკეთესი ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 30 მაისი 2022 21:11
    1
    დემბელეს რას ელოდებიან? დარჩენა უნდა და ვერ ბედავს თქმას? ეგ ხო წასულია ისედაც. პსჟ უფასო ფეხბურთელებზე უარს არ ამბობს მითუმეტეს მბაპეს რჩეული ყოფილა. იმედია მესის ვერ ამოაგდებს სასტავიდან.
    Culé [?]
    #16 30 მაისი 2022 18:32
    1
    ცუდი ფეხბურთელი არაა მაგრამ ამას გნაბრი ჯობია უფრო სწრაფია თან იაფიცაა ტრინკაუ და მინგესაში შეიძლება შეცვალონ ან 40 ჯობია კიდევ 55ს ხელფასსაც დაიკლებს არაა ფულზე დახამებული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 30 მაისი 2022 18:27
    4
    რაზე გაიტანე ის გოლი შე ჩემისა, ეგდე ეხლა მანდ. 55 არა 95
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 30 მაისი 2022 17:13
    1
    Don_Andresito,
    ტრინკაუ ერთი რომ ახალგაზრდაა თორე უკვე პერსპექტიულიც აღარ ეთქმის ისე თამაშობს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #13 30 მაისი 2022 17:08
    4
    30 იც არ ღირს. ლამის გავარდნილი გუნდის ფეხბურთელია თან 19-20 წლისაც არაა. თავი ყველა ჩემპიონატში გამოიჩინა ასე თუ ისე მარა 55 ნამეტანია. ტრინკაუ მივცეთ და პლიუს 20 მაქსინუმ
    ფანი [?]
    #12 30 მაისი 2022 14:55
    2
    ამათ შიგნით ხოარაქვთ ბლია, რა 55, ერთი დემბელე ხო შეიტებეს 140 ახლა მეორე დემბელეში 55 ? 😀😀😀 ნაქუი აქედან, ყველა ბარსას როგორ აგოიმებს
    Culé [?]
    #11 30 მაისი 2022 14:35
    3
    რაა? დავაი დაახვიეთ თქვენი რაფინიათი რა. ტოჟე მნე რონალდინიო

    მართლა ტრინკაო დატოვონ ჯჯობია იქნებ უფრო აათამაშოს ხავიმ
    Culé [?]
    #10 30 მაისი 2022 14:28
    5
    საერთოდ ეგრე იცის ერთ ფეხბურთელს რომ ჩააბჟირდები , გიჟები არიან ფასი დაგიგდონ , აბა გაავრცელე ინფორმაცია ბარსა რაფინიას ვარიანტ აღარ განიხილავს და ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობსო , აქეთ დაგიწყებენ ხვეწნას , მაგათაც რიგი არ უდგეთ რაფინიაზე . ცოტა დაიფასეთ თავი , ბარსელონ ხართ თუ ნიუკასლი და ევერტონი ?!
    ფანი [?]
    #9 30 მაისი 2022 14:23
    3
    აი ეს უკვე ძაან ძვირია,გნაბრიზე დაჩალიჩდნენ ჯობია, 40 მილიონი ბევრი არაა, მე ზიეჩიც გამოსწორდებოდა
    ფანი [?]
    #8 30 მაისი 2022 13:37
    4
    დიბალა ვაბშე უფასოა და
    რატო არ ჩალიჩობენ ზუსტად იმ
    პოზიციისა რაც ეს.
    Culé [?]
    #7 30 მაისი 2022 13:14
    5
    55 მილიონი არა შაშაკოლა რა ჯანდაბათ გვინდა ეს 55 მილიონათ ერთი ჩვეულებრივი ტრინკაუს დონეა მეტი არაფერი
    --------------------
    Cule🤙
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 მაისი 2022 12:57
    10
    მე არ მესმის რაა გნაბრი 30-40 მილიონად იყიდება და ამაში 55 მილიონი რატო უნდა გადაიხადო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 30 მაისი 2022 12:54
    3
    ეხლა გჯერათ რომ ამხელა თანხას გადაიხდის გუნდი ??😂😂😂
    გულშემატკივარი [?]
    #4 30 მაისი 2022 12:51
    11
    ეს დედა ატირებული მანე 30 ღირს ეგერ გნაბრიბმ არ გააგრძელა კონტრაქტი 30 ითხოვს ბავარიაა და რატო შეუყეს ამ რაფინიას
    Culé [?]
    #3 30 მაისი 2022 12:39
    3
    იმედია არ იყიდიან, ისე ესეც მაგარია გადმოსვლა თუ უნდოდა რაღას იკლავდა თავს, გავრდნილიყვნენ და წამოიყვანდნენ 25, ამ ფასად აღარ იყიდიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მაისი 2022 12:23
    8
    კაი ამის დედაც 55 ძაან ბევრია.დავუშვათ 5 მილიონი ხელფასი,გამოდის 60 ლიმონი.40 ად ოყიდო გნაბრი და მისცე 15 მილიონი ხელფასი+ბონუსები იგივე გამოდის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 30 მაისი 2022 12:20
    11
    როცა გნაბრის ბაიერნი 40 ად ყიდის , რაფინიაში 55 სრული აბსურდი მგონია