ბარსელონას გოგონებმა ესპანეთის თასი მოიგეს | ვიდეო

ცოტა ხნის წინ დასრულდა "ბარსელონასა" და "უელვას" ქალთა გუნდებს შორის კოპა დე ლა რეინას ფინალში გამართული შეხვედრა, რომელშიც კატალონიელებმა 6-1 იმარჯვეს.
"ბარსა" ემილი დოლანის ავტოგოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც კატალონიელები წინ 2 ბურთით მაპი ლეონმა გაიყვანა. მეორე ტაიმში სანდრა კასტელიო ოლივერმა შეაგდო და "უელვას" ერთი გოლი გააქვითინა, მაგრამ, ამის შემდეგ "ბარსელონას" გოგონებმა მეტოქის კარი კიდევ 4-ჯერ აიღეს: გოლები ანა-მარია ცრნოგორჩევიჩმა, კლაუდია პინამ, ლიეკე მარტენსმა და ალექსია პუტელიასმა გაიტანეს.
🔥 FINAAAAAL! CAMPIOOOOOONES DE COPA!🔥
— FC Barcelona Femení (@FCBfemeni) May 29, 2022
⚔ #FCBFemeni - @sportinghuelva (6-1)
⚽️ Castelló / Dolan (pp) (25’), @MapiLeon16 (32’), @AnaCrnogorcevic , @claudiaapinaa , @liekemartens1 & @alexiaputellas
👌 @stanleytools
🔵🔴 #ForçaBarça #CopadelaReina pic.twitter.com/x8ysJlnWVh
"ბარსას" გოგონებმა ესპანეთის თასი - ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეცხრედ მოიგეს. "ლურჯ-ბროწეულისფერები" აღნიშნული ტურნირის გამარჯვებულები 1994, 2011, 2013, 2014, 2017, 2018, 2020, 2021 და 2022 წლებში გახდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]