Mundo Deportivo | ეჭვები პიკეზე, ტოპ მცველის მოყვანა, სასურველი კანდიდატები, მომავალ კვირაში გასამართი შეხვედრა

Mundo Deportivo | ეჭვები პიკეზე, ტოპ მცველის მოყვანა, სასურველი კანდიდატები, მომავალ კვირაში გასამართი შეხვედრა

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo "ბარსელონაზე" მორიგ ცნობებს გვთავაზობს.

ჟერარ პიკე

მომავალ სეზონში მის ასპარეზობასთან დაკავშირებით კლუბში დიდი ეჭვებია. ცოტა ხნის წინ პიკეს სერიოზული ფიზიკური პრობლემები შეექმნა, რომელიც არ გაუმჯობესებულა. ამასთან, ვეტერანი მცველის ყოველდღიური გრაფიკი ძალიან გადატვირთულია.

ამის გამო, "ბარსას" ახალი, ტოპ ცენტრალური მცველის შეძენა სურს.

ლა ლიგის ეგიდით გამართულ 10 შეხვედრაში, სადაც გუნდს ჟერარი არ ჰყავდა, "ბლაუგრანამ" საშუალოდ 1.8 გოლი გაუშვა, პიკესთან ერთად კი - მხოლოდ 0.7.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" მისი პერფორმანსით, მონდომებითა (დისკომფორტით თამაში) და ტაქტიკური განსწავლულობით კმაყოფილნი არიან, მაგრამ თვეების განმავლობაში მას კუნთზე პრობლემები აწუხებდა, რამაც თავი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იჩინოს.

გამორიცხული არაა, პიკეს პერფორმანსმა სტაგნაცია განიცადოს ან გაუარესდეს კიდეც. სამწვრთნელო შტაბი და სპორტული სექტორი ამას კარგად აცნობიერებენ.

გარდა ამისა, კლუბი პიკეს ყოველდღიური ცხოვრების რუტინაზეც ღელავს - გამოცდილი ფეხბურთელი არაერთ პროექტშია ჩართული, მაგალითად: "ანდორა", დევისის თასი და Kosmos. ამასთან, თითქმის 36 წლის ასაკში, შესაძლოა, ის ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

ასევე დღის წესრიგშია ანაზღაურების საკითხი: გასულ წელს ხელფასების შემცირებას თუ არ ჩავთვლით, პიკე გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. თუ კლუბი ხელფასების დაკლებას ისევ მოინდომებს, ჟერარი კვლავ პირველ რიგში იქნება, რაც მის გარემოცვას არ მოსწონს.

ჟიულ კუნდე, კალიდუ კულიბალი

"ბარსელონასა" და ჩავის ტოპ მცველი სურთ, რომელიც ფიზიკურად ძლიერი იქნება და უკანახაზს გააძლიერებს.

"ბარსას" ჟიულ კუნდე და კალიდუ კულიბალი მოსწონს, მაგრამ არცერთი მათგანის ტრანსფერი იოლი არ იქნება. 

კლუბში რონალდ არაუხოს ძლიერი მეწყვილის მოყვანა უნდათ. "ბლაუგრანამ" ანდრეას კრისტენსენი უკვე გაიფორმა, მაგრამ დანიელი უფრო პიკეს და ერიკ გარსიას ტიპის მოთამაშეა.

თუ გუნდს არაუხო დააკლდება, ჩავი კვლავ ათლეტური მცველის გარეშე დარჩება.

ერნანდესს კულიბალიზე მეტად კუნდე მოსწონს, რადგან ის უფრო ახალგაზრდაა, ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და ბურთთან ერთად შესანიშნავად მოქმედებს. თუმცა, მწვრთნელები კალიდუსაც, რომელიც ძლიერი ხასიათით გამოირჩევა, ძალიან აფასებენ.

საქმე ისაა, რომ ორივე მოთამაშისთვის ბევრი კლუბი იბრძვის და დიდი კონკურენციაა, თანაც, "ბარსას" ფინანსური მდგომარეობის ფონზე...

კუნდეს ყიდვაზე ლონდონის "ჩელსი" მუშაობს, კულიბალითი კი არაერთი გუნდი ინტერესდება, რადგან სენეგალელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

მცველებს შორის, კუნდეს ტრანსფერი ჩავის ოცნებაა. "ბარსელონასა" და "სევილიას" კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ კატალონიელებს მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლიათ, ანდალუსიელებს კი ფრანგის ბარტერში სერჟინიო დესტის ან ფრანსიშკუ ტრინკაუს ჩართვის პერსპექტივა არ ხიბლავთ.

ტოპ მცველის შეძენის შემდეგ, ჩავის არაუხოსთან ერთად ძლიერი დაცვის ხაზის ჩამოყალიბება შეეძლება, რაც დიდ მატჩებში აუცილებელია.

ანტონიო რიუდიგერი, ალესიო რომანიოლი, ინიგო მარტინესი 

"ბარსას" რიუდიგერის მოყვანა სურდა და მოლაპარაკებებიც დაიწყო, მაგრამ, ფეხბურთელის გარემოცვის მიერ მოთხოვნილმა ხელფასმა და ტრანსფერის ბონუსებმა კლუბს ამის საშუალება არ მისცა. გერმანელი "რეალში" გადავა;

"ბლაუგრანას" რომანიოლის ადრე უკავშირებდნენ. იტალიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ ახლა კლუბი მისი დამატებით აღარ ინტერესდება, რადგან ფეხბურთელის დიდად არ სჯერა;

"ბარსელონაში" ინიგო მარტინესი მოსწონთ, მაგრამ მისი შეძენა რთული იქნება. "ბილბაოს" მოთამაშის გაშვება არ სურს. ამასთან, ბასკეთში საგადასახადო სისტემა ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე კატალონიაში. "ბარსა" იძულებულია, მაღალი ხელფასები გადაიხადოს. 

შეხვედრა 

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მომავალ კვირაში (დიდი ალბათობით, სამშაბათს) შეხვედრას გამართავს და რამდენიმე გადაწყვეტილებას მიიღებს: CVC-სთან, BLM-ისა და Barça Studios გაყიდვასა და, შესაძლოა, ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

შეთანხმებები, რომელსაც კლუბმა მიაღწია, ფინანსური Fair Play-ს წესების გამო ჯერ ვერ განხორციელდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 29 მაისი 2022 21:58
    0
    თუ მომდევნო სეზონშიც ასეთი ტრამვიანობა გააგრძელა ჯობია კარიერა დაასრულოს 2023 წელს. ეგ და დანი ერთად დაასრულებენ კარიერას კაკრაზ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 მაისი 2022 19:13
    0
    მართლაც გადატვირთული კალენდარი აქვს ამ კაცს და იმდენი საქმე ქონია, ბარსას პრეზიდენტობისთვის დრო არ რჩება.
    Culé [?]
    #5 29 მაისი 2022 18:17
    2
    ციტატა: El pistolero 9
    აი კულიბალი არაუხოს დუეტი იქნება ძალიან მაგარი. ორი მონსტრი, რომლებსაც ერთი-ერთზე თამაშში ბადალი არ ჰყავთ, პლუს კულიბალი გამოცდილია. მგონი ნაპოლისთან კონტრაქტით ბევრი აღარ დარჩა და ძაან ძვირიც არ უნდა დაჯდეს

    მომავალ წელს ეწურება და 30 მლნ ღირს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 მაისი 2022 16:34
    2
    აი კულიბალი არაუხოს დუეტი იქნება ძალიან მაგარი. ორი მონსტრი, რომლებსაც ერთი-ერთზე თამაშში ბადალი არ ჰყავთ, პლუს კულიბალი გამოცდილია. მგონი ნაპოლისთან კონტრაქტით ბევრი აღარ დარჩა და ძაან ძვირიც არ უნდა დაჯდეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 მაისი 2022 16:27
    0
    კრისტენსენი და გარსია, ეს ორი კაცი ეყოლება არაუხოს მეწყვილედ და ლა მასიელ ბიჭებისკენაც ღირს გახედვა: კომასი, მარმოლი, მინგო...
    ამის წასვლით რაღაც ახალი დაიწყება, გუნდი ფაქტობრივად განახლებულია თითქმის მაინც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 მაისი 2022 16:00
    4
    რომ წაიკითხავ " "ბარსას" ახალი, ტოპ ცენტრალური მცველის შეძენა სურს." უხხხხ გაგიხარდება აბა რა ! relaxed და ბოლოს ის გატეხილი ივერია სასისკი აფერისტი მოიყვანს გარსია N2 -ს confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 მაისი 2022 15:53
    2
    კულიბალი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid