ჩავი ერნანდესი დარწმუნებულია, რომ დემბელე გუნდიდან მიდის

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი დარწმუნებულია, რომ უსმან დემბელე გუნდს დატოვებს.
Esport3-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს დარჩენა სურს, ჩავის სჯერა, რომ ფეხბურთელის მომავალს მისი აგენტი, მუსა სისოკო განსაზღვრავს.
როგორც COPE იუწყება, სისოკო "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ადრე გავრცელებული ცნობებით, პსჟ-ის ახალ სპორტულ დირექტორს, ლუიშ კამპუშს გუნდში დემბელეს მიყვანა არ სურს, მაგრამ, ჟურნალისტ ელენა კონდისის თქმით, ფეხბურთელის გარემოცვას ეს არ ადარდებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]