Mundo Deportivo ბარსელონაზე | რაფინია, დემბელე, ტერ შტეგენი, პენია, ტენასი...

Mundo Deportivo ბარსელონაზე | რაფინია, დემბელე, ტერ შტეგენი, პენია, ტენასი...

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმებზე წერს.

კესიე, კრისტენსენი

მიუხედავად იმისა, რომ კესიესა და კრისტენსენს "მილანთან" და "ჩელსისთან" კონტრაქტები 30 ივნისამდე აკავშირებთ, "ბარსას" მათი ტრანსფერის დადასტურება უკვე შეუძლია. თუმცა, კატალონიური კლუბი არ ჩქარობს და, შესაძლოა, ოფიციალური განცხადება რამდენიმე კვირით გადაიდოს.

ასპილიკუეტა, ალონსო

"ბარსა" მათთან მოლაპარაკებებს დააჩქარებს. სესარი ჩავისთვის პრიორიტეტია, მარკოსი კი გუნდს ჟორდი ალბას დუბლიორად სურს.

"ბლაუგრანა" "ჩელსისთან" შეთანხმებას მათი ახალი მფლობელების დანიშვნისთანავე შეეცდება. 

შესაძლოა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ალონსოს აგენტს ორშაბთს შეხვდნენ. ინგლისში მის კლიენტს 15 მილიონად აფასებენ, მაგრამ "ბარსას" ფასის დაკლება უნდა.

ასპილიკუეტას შეძენა უფრო მარტივი იქნება, რადგან მან "სტემფორდ ბრიჯზე" 10 წელი გაატარა და, დიდი ალბათობით, კლუბი ესპანელს წასვლის უფლებას მისცემს.

რაფინია, დემბელე

"ბარსელონა" რაფინიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ დემბელე წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ბრაზილიელს ვერ დაარეგისტრირებენ.

კლუბს სურს, უსმანის გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე გაიგოს. მხარეებს შორის შეხვედრა, რომელსაც დემბელე და ჩავი დაესწრებიან, ამ კვირაში იგეგმება. 

რაფინიას პრიორიტეტი "ბარსელონაში" გადმოსვლაა და მისი აგენტი დეკუ კლუბთან კონტაქტს ინარჩუნებს. თუ დემბელე გუნდს დატოვებს, ჩავი რაფინიას ენდობა და კატალონიელებმა "ლიდსთან" შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

ბრეითუეიტი, პიანიჩი

ბრეითუეიტსა და პიანიჩს წასვლა არ უნდათ, რაც, ფინანსური Fair Play-ს გამო, "ბარსასთვის" პრობლემა იქნება. 

მათ გარდა, კლუბმა ნეტუს, უმტიტისა და ლანგლეს მომავალიც უნდა განიხილოს. 

ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია, ტენასი 

"ბარსელონას" ნეტუს გაყიდვა სურს და მას დაახლოებით 5.6. მილიონ ევროდ შეელევა.

"ბარსამ" იცის, რომ ტერ შტეგენი კარიერის საუკეთესო ეტაპზე არაა და, თუ სარფიან შემოთავაზებას მიიღებს, გერმანელის გაშვებაზე დაფიქრდება. თუ ასე არ მოხდა, ტერი კვლავ პირველი ნომერი იქნება.

გუნდიდან ნეტუ წასვლის შემთხვევაში, მის შემცვლელად ინიაკი პენიას დაწინაურება მოიაზრება.

არნაუ ტენასი კი, რომელიც ამ მომენტისთვის მესამე მეკარეა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბიდან იჯარით წავიდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 28 მაისი 2022 16:13
    0
    მაგარი გადაწყობები წავა გუნდში, იმედია ჩავი ყველაფერს მოაგვარებს. რთული იქნება მაგრამ ისე არაფერი გამოვა.
    ფანი [?]
    #11 27 მაისი 2022 19:01
    1
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: Maestro 6
    მაგაში 100%. ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ მაინც საბოლოოდ ჩავი გადაწყვეტს და მეც ვენოდი მაგ კაცს

    ხო, მოედანზე ყველაფერი არ ჩანს. ყველა ამბობდა, ჩავის ხელში პუჩი სასტარტოს წევრი იქნებაო, მაგრამ კი ვხედავთ ახლა და ვერც მიზეზს ვხვდებით ბოლომდე...

    პუჩი საერთოდ სხვა ამბავია, რომ შეხედავ ნიჭი აქვს მაგრამ არცერთი მწვრთნელი არ ათამაშებს, მე კუმანის ახირება მეგონა მაგრამ არც ჩავიმ ათამაშა, არ ვიცი რატომ მაგრამ ალბათ არის რამე მიზეზი, ან დისციპლინის მხრივ ან ვარჯიშებზე არ მოსწონთ🤔
    რედაქტორი [?]
    #10 27 მაისი 2022 18:52
    0
    ციტატა: Maestro 6
    მაგაში 100%. ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ მაინც საბოლოოდ ჩავი გადაწყვეტს და მეც ვენოდი მაგ კაცს

    ხო, მოედანზე ყველაფერი არ ჩანს. ყველა ამბობდა, ჩავის ხელში პუჩი სასტარტოს წევრი იქნებაო, მაგრამ კი ვხედავთ ახლა და ვერც მიზეზს ვხვდებით ბოლომდე...
    --------------------
    🔵🔴
    ფანი [?]
    #9 27 მაისი 2022 18:41
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    როგორ არ ერჩი, როცა იძახი, რაფინიაში რა ნახესო.

    მაგას მაგიტომ ვამბობ რომ უკეთესი ვარიანტებიცაა და რატომ ჩააცივდნენ მაინცდამაინც რაფინიას და სხვაგან ახ იხედებიანთქო, ეგ ვიგულისხმე თორემ გამართლებით შეიძლება ისეთმა გაამართლოს რომლისგანაც საერთოდ არ ელოდები

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    თან მარტო ის ხო არაა, ჩვენ ვინ მოგწონს და ვინ - არა. ბევრი ასპექტია. ეტყობა, ჩავის ტაქტიკაში რაფინია ჯდება და ვენდობი მაგ კაცს. იცის, რასაც აკეთებს.

    მაგაში 100%. ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ მაინც საბოლოოდ ჩავი გადაწყვეტს და მეც ვენოდი მაგ კაცს
    ფანი [?]
    #8 27 მაისი 2022 18:21
    0
    15 მილიონი რაამბავია 30 წლის ალონსოში
    რედაქტორი [?]
    #7 27 მაისი 2022 17:59
    0
    ციტატა: Maestro 6
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: Maestro 6
    ამ ალონსოში რა ნახეს ან რაფინიაში

    ალონსოს თამაში ალბათ გექნება ნანახი და ალბათ უბრალოდ შენს გემოვნებაში არ ჯდება (ან ასაკის გამო ამბობ), მაგრამ რაფინიასი თუ გაქვს? რაღაც მეეჭვება. და თუ გაქვს, ასე რომ ამბობ, ძაან უცნაურია. მისი თამაში როგორ არ უნდა მოგეწონოს, მართლა ვერ ვხვდები.

    კი ორივესი მაქვს ნანახი და ალონსოს თამაში იმიტომ არ მომწონს რომ ძალიან ნელია, დაცვაში ძალიან ცუდია მაგ ფლანგიდან ძაან აგვიკლებენ, რაფინიას რაც შეეხევა მაქვს მაგისი თამაშები ნანახი ნაკრებშიც და ლიდსშიც, ცუდი ნამდვილად არაა და შეიძლება გაამართლოს ბარსაში მაგრამ მე პირადად ზიეჩი უფრო კარგი ვარიანტი მგონია, ბევრად დახვეწილი ფეხბურთელია ჩემს თვალში, პასები იდეალური აქვს, დრიბლინგიც კარგი აქვს, ცაციაა და დარტყმა ძალიან კარგი აქვს, მაგიტო მგონია უკეთესი ვარიანტი თორემ რაფინიას არ ვერჩი არაფერს , მონაცემები აქვს მაგასაც

    როგორ არ ერჩი, როცა იძახი, რაფინიაში რა ნახესო.

    კარგი, ამას თავი დავანებოთ. რაც შეეხება ზიეჩს - ჩელსი მაგას ეგრე მარტივად არ დათმობს (კი ფიქრობს გაშვებაზე, მაგრამ დიდ თანხას მოითხოვს) და მაგდენის საშუალება არ გვაქვს. პლუს პატარა ბიჭი აღარაა, რაფინია კი აწმყოსა და მომავლის გათვლა იქნება. მე ძაან მინდა, რომ მოვიდეს, თუნდაც დემბელეს წასვლა დასჭირდეს ამ ტრანსფერს.

    თან მარტო ის ხო არაა, ჩვენ ვინ მოგწონს და ვინ - არა. ბევრი ასპექტია. ეტყობა, ჩავის ტაქტიკაში რაფინია ჯდება და ვენდობი მაგ კაცს. იცის, რასაც აკეთებს.
    --------------------
    🔵🔴
    ფანი [?]
    #6 27 მაისი 2022 17:43
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: Maestro 6
    ამ ალონსოში რა ნახეს ან რაფინიაში

    ალონსოს თამაში ალბათ გექნება ნანახი და ალბათ უბრალოდ შენს გემოვნებაში არ ჯდება (ან ასაკის გამო ამბობ), მაგრამ რაფინიასი თუ გაქვს? რაღაც მეეჭვება. და თუ გაქვს, ასე რომ ამბობ, ძაან უცნაურია. მისი თამაში როგორ არ უნდა მოგეწონოს, მართლა ვერ ვხვდები.

    კი ორივესი მაქვს ნანახი და ალონსოს თამაში იმიტომ არ მომწონს რომ ძალიან ნელია, დაცვაში ძალიან ცუდია მაგ ფლანგიდან ძაან აგვიკლებენ, რაფინიას რაც შეეხევა მაქვს მაგისი თამაშები ნანახი ნაკრებშიც და ლიდსშიც, ცუდი ნამდვილად არაა და შეიძლება გაამართლოს ბარსაში მაგრამ მე პირადად ზიეჩი უფრო კარგი ვარიანტი მგონია, ბევრად დახვეწილი ფეხბურთელია ჩემს თვალში, პასები იდეალური აქვს, დრიბლინგიც კარგი აქვს, ცაციაა და დარტყმა ძალიან კარგი აქვს, მაგიტო მგონია უკეთესი ვარიანტი თორემ რაფინიას არ ვერჩი არაფერს , მონაცემები აქვს მაგასაც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 მაისი 2022 17:33
    0
    ძაან ნელია ალონსოც და ასპილიკუეტაც.სისწრაფეში ყველა დაჩაგრავს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 მაისი 2022 17:25
    0
    ტერ შტეგენს ხელი არ დაედოს

    ალონსო არაფერში გვჭირდება

    და დემბელე თუ წაცა რაფინიას დი მარიაც უნდა მოაყოლონ

    პიანიჩის და უმტიტის დედის გლანდები გავგლიჯე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    რედაქტორი [?]
    #3 27 მაისი 2022 17:08
    0
    ციტატა: Maestro 6
    ამ ალონსოში რა ნახეს ან რაფინიაში

    ალონსოს თამაში ალბათ გექნება ნანახი და ალბათ უბრალოდ შენს გემოვნებაში არ ჯდება (ან ასაკის გამო ამბობ), მაგრამ რაფინიასი თუ გაქვს? რაღაც მეეჭვება. და თუ გაქვს, ასე რომ ამბობ, ძაან უცნაურია. მისი თამაში როგორ არ უნდა მოგეწონოს, მართლა ვერ ვხვდები.
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 მაისი 2022 16:54
    0
    Maestro 6,
    რას ერჩი ალონსოს?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 27 მაისი 2022 16:39
    1
    აი ალონსო არ მომითრიონ რა აქ, ამ ჩელსის ნაგვების მოშორება უნდა და გვტანიან? მაქედან ახლა ზიეჩი ძაან კარგი იქნებოდა და დავიჯერო არავინ გვყავს ისეთი კლუბში ვინც საჭირო ფეხბურთელებს არჩევს? არანაირი ხედვა ამათ არააქვთ რა, ან ამ ალონსოში რა ნახეს ან რაფინიაში