ანსუ ფატი - გოლების გარანტია სათადარიგოთა სკამიდან

ანსუ ფატი - გოლების გარანტია სათადარიგოთა სკამიდან

2021/22 წლების სეზონში ანსუ ფატიმ მოედანზე ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ თავი 4 გოლით გამოიჩინა.

"ბარსელონას" ათიანს A League Stars-ის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გოლის გასატანად მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე გამოვიდა და მაშინვე შეაგდო.

კამპ ნოუდან ავსტრალიამდე

აწ უკვე გასული სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ტრავმებით დახუნძლული გამოდგა. 323-დღიანი უქმობის შემდეგ, ის მოედანზე "ლევანტესთან" 3-0 მოგებული შეხვედრის 70-ე წუთზე გამოჩნდა და საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა.

 

რიადი და სევილია

3.5 თვის შემდეგ ანსუ ლაზარეთიდან კიდევ ერთხელ დაბრუნდა და სუპერ თასზე "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა. ის მოედანზე 63-ე წუთზე გამოვიდა და 20 წუთში ანგარიში გაათანაბრა.

კიდევ ერთი დაზიანებისა და 115 დღის გამოტოვების შემდეგ, ფატი "ბეტისთან" მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე წამში კვლავ გაიტანა. 

მაგრამ, ეს არ იყო ბოლო შემთხვევა, როცა ახალგაზრდა შემტევმა ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ თავი გამოიჩინა - ავსტრალიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში ანსუმანე მწვანე მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და A League Stars-ს გამარჯვების გოლი გაუტანა.

მნიშვნელობა არ აქვს, თამაში სად ტარდება - თუ ფატი მოედანზე გამოდის, ყოველთვის გააქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 მაისი 2022 15:53
    0
    ციტატა: CuleTillIDie
    44 ნომერმა შეასრულა ყველაფერი

    ხო, ფატიმ შეაწერა თორე ისიც გაიტანდა მე მგონი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 მაისი 2022 20:33
    2
    სერიოზული გოლის ალღო აქვს. იმედია ჯანმრთელად იქნება და 10იანს ღირსებულად ატარებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 მაისი 2022 18:07
    3
    ძირითადიდან იქნება ეს ბიჭი გოლების გარანტია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 26 მაისი 2022 17:24
    1
    44 ნომერმა შეასრულა ყველაფერი
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 მაისი 2022 17:20
    0
    მშვენიერი, დავიტოვოთ 4-5 გოლი გარანტირებულად გვაქვს ყოველ სეზონზე. ტრამვების შემდეგ რო ბრუნდება ხოლმე.
    Culé [?]
    #1 26 მაისი 2022 16:51
    8
    აუ ეს არ დაიმტვრეს და გავკარი ყველა გოლეადორს