ფერან ჟუტგლა: ბარსელონას აღარ ვუნდივარ

"ბარსელონა ბ-ს" თავდამსხმელი, ფერან ჟუტგლა, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა და თავი კარგად წარმოაჩინა, ადასტურებს, რომ მოახლოებულ ზაფხულში ის კატალონიურ გუნდს დატოვებს.
- განუცხადა ჟუტგლამ Sport-ს კატალონიის ნაკრების დღევანდელი თამაშის შემდეგ.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა ის კლუბს, ჟუტგლამ უპასუხა:
ჟუტგლა "ესპანიოლიდან" "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში გადმოვიდა. მიმდინარე სეზონში მან "ბარსა ბ-ს" მაისურით 32 თამაში ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, პირველ გუნდში ჩატარებულ 8 მატჩში კი თავი 2 გოლით გამოიჩინა.
ფერან ჟუტგლას სახელმა მაშინვე გაიჟღერა, როდესაც ჩავი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ადგილობრივი პრესის ცნობით ახალ დამრიგებელს სარეზერვო გუნდიდან სწორედ 23 წლის შემტევი მოსწონდა. თუმცა კატალონიელებს ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვის შანსი აქვთ და როგორც ჩანს, მის გამოყენებას აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟერან ჟუტგლა ბელგიურ "ბრიუგეში" 5-7 მილიონ ევროდ გადასვლასთან ახლოსაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]