კატალონია 6-0 იამაიკა | მოქმედი/ყოფილი ბარსელონელების ბენეფისი

კატალონია 6-0 იამაიკა | მოქმედი/ყოფილი ბარსელონელების ბენეფისი

დღეს კატალონიის ნაკრები იამაიკას დაუპირისპირდა და ანგარიშით 6-0 გაანადგურა. 

მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან ორმა "ბარსელონელმა" - ოსკარ მინგესამ და რიკი პუჩმა - დაიწყო, მოგვიანებით კი თამაშში ფერან ჟუტგლა და ალექს კოლიადო ჩაერთნენ.

კატალონიელთა თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

მეკარე: ედგარ ბადია;

მცველები: ოსკარ მინგესა, სერჟი გომესი, მარკ ბარტრა, ალექს მორენო;

ნახევარმცველები: რიკი პუჩი, ორიოლ რომეუ, კარლეს ალენია;

შემტევები: კრისტიან ტელიო, ჟერარ დეულოფეუ, მარკ კუკურელია.

პირველი ტაიმი კატალონიამ 4-0 მოიგო - "ბლაუგრანას" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერარ დეულოფეუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლი კი კიდევ ერთმა ყოფილმა "ბარსელონელმა" მარკ ბარტრამ გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარში თავი ფერან ჟუტგლამ და ხავი პუადომ გამოიჩინეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ცვლილებაზე ჟერარ გუმბაუ, რუბენ ალკარასი და ბრაიან ოლივანი გამოვიდნენ, რომლებიც "ლა მასიას" აღზრდილები არიან. ამასთან, "ბარსას" ყოფილი მოთამაშეებიდან ითამაშეს მარკ კუკურელიამ, სერჟი გომესმა, კარლეს ალენიამ, ალექს მორენომ, ორიოლ რომეუმ და კრისტიან ტელიომაც. 

"ბარსელონელების" გარდა, მატჩში მონაწილეობა მიიღეს და მეორე ტაიმში მოედანზე ვიხილეთ: რუბენ სანჩესი, ედგარ გონსალესი, პერე მილია, დანი კარდენასი, სალვა ფერერი.

ფერან ჟუტგლას გოლი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 მაისი 2022 16:57
    1
    და ამას ყიდიან 5 მილიონად? საინტერესოა ტორესი თუ გაიტაქნდა მაგ ბურთს, რომელშის 11-ჯერ მეტი უნდა გადავიხადოთ. ოღონდ ნურავინ დაიწყებს მტკიცებას გაიტანდა აბა რაო, მაგისთანები გვინახავს იმ მაზილას დარტყმულები 5-6 მეტრიდან.
    Culé [?]
    #1 26 მაისი 2022 00:53
    0
    რა კატალონიის ნაკრები ამათ შიგ ხომ არ აქვთ, ეგ იგივეა აფხაზეთის ნაკრები რომ არსებობდეს. პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს სპორტი.