Mundo Deportivo ბარსელონაზე | რაფაელ გერეირუ, პაულო დიბალა, რობერტ ლევანდოვსკი, კარლოს სოლერი, რომენ საისი

Mundo Deportivo ბარსელონაზე | რაფაელ გერეირუ, პაულო დიბალა, რობერტ ლევანდოვსკი, კარლოს სოლერი, რომენ საისი

Mundo Deportivo "ბარსელონას" სატრანსფერო საკითხებზე ცნობებს ავრცელებს. 

რაფაელ გერეირუ 

"ბარსას" რაფაელ გერეირუ შესთავაზეს და ის ერთ-ერთი კანდიდატია. პორტუგალიელს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. "ბარსელონას" მწვრთნელებს ფეხბურთელი მოსწონთ.

პაულო დიბალა

"ბლაუგრანამ" არგენტინელის სიტუაცია იცის, მაგრამ, მისი ტრანსფერის შანსები ძალიან მცირეა. დიბალასთვის ბრძოლაში ფავორიტი მილანის "ინტერია". ამასთან, "ლურჯ-ბროწეულისფერები" გარემარბსა და ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებენ - მათ პაულოს ტიპის შემტევი არ სურთ.

რობერტ ლევანდოვსკი 

ლევანდოვსკისთან დაახლოებული წყაროები უარყოფენ, რომ ფეხბურთელი "რეალს" შესთავაზეს. ლევის "ბარსაში" თამაში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და კლუბებს შორის შეთანხმებას ელოდება. 

კარლოს სოლერი 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფრენკი დე იონგი ზაფხულში გუნდს დატოვებს, "ბარსელონა" კარლოს სოლერს მის შემცვლელად არ განიხილავს და "ვალენსიას" ნახევარმცველის შეძენას არ აპირებს. 

რომენ საისი

"ბარსას" "ვულვერჰემპტონის" 32 წლის მცველს, რომენ საისს სთავაზობენ, რომელსაც თამაში ნახევარმცველადაც შეუძლია. მაროკოელს "ვულვზთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ ზაფხულში მსურველ კლუბს მისი თავისუფლი აგენტის სტატუსით დამატება შეეძლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 მაისი 2022 17:38
    0
    მოკლედ სათვალავი აგერევა იმდენი ხალხი უნდათ, ამ დროს მარტო ლევანდოვსკის ფულიც არ გვაქვსო. რა აპირებენ ვერ გავიგე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 მაისი 2022 08:53
    0
    აქ ყველაზე ნორმალური და შესაფერისი ვარიანტი გერეირუა
    Culé [?]
    #4 24 მაისი 2022 23:56
    0
    ოჰო მიხვდნენ,რომ სოლერი არაფრად ვჭირდება?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 24 მაისი 2022 23:18
    0
    დიბალა რავიცი აქ ვერ ითამაშებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მაისი 2022 23:08
    3
    დიბალა და ლწვანდოვსკი დაიდოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 მაისი 2022 22:58
    5
    გერეირუ მოიყვანონ ძალიან მაგარი მცველია. კარგი პასი, ტექნიკა, დარტყმა აქვს. ასაკიც ნორმალური აქვს და უნივერსალურია ძალიან. ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგზეც. დაცვაში კი მოიკოჭლებს ცოტა, მაგრამ შემტევი პოტენციალი აქვს კარგი ძალიან.
    --------------------
    მადრიდელებო ჩაგახტათ პიკე სულში...