ბარსელონა დანი ალვესს 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს

"ბარსა" ლეგენდის, დანი ალვესის კატალონიურ კლუბში დარჩენის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა.
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" გეგმავს, ბრაზილიელს განსაკუთრებული 6-თვიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც, ფეხბურთელის პერფორმანსიდან გამომდინარე, შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს. 39 წლის მარჯვენა მცველის მომავალი მისი პოზიციის მოთამაშეების მოყვანაზე/გაყიდვაზეცაა დამოკიდებული.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ჩავი ერნანდესი ვეტერანი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია.
ადრე გავრცელებული ცნობებით, ნახევარწლიანი ხელშეკრულება თავად ალვესის სურვილი იყო, რადგან, მას "ბლაუგრანაში" დარჩენა, სულ მცირე, მსოფლიო ჩემპიონატამდე სურს. მოგვიანებით, დანის მოთხოვნა ჟოან ლაპორტამაც დაადასტურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]