რა ბედი ელის მემფის დეპაის?

რა ბედი ელის მემფის დეპაის?

მემფის დეპაის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელის დარჩენა-არ დარჩენის საკითხი რობერტ ლევანდოვსკის და სხვა შემტევების ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული.

წყაროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონას" 28 წლის თავდამსხმელის გაშვება მოუწევს, მას მარტივად არ შეელევა, მიუხედავად იმისა, რომ მემფისს კონტრაქტით მხოლოდ 1 წელი დარჩა. კატალონიელები მიიჩნევენ, რომ დეპაის კარგი სეზონი ჰქონდა, მისი ხელფასი კი მაღალი არაა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "ბარსა" მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვს. 

მემფის დეპაის მსურველი ერთ-ეთი კლუბი ლონდონის "არსენალია". მეთოფეებმა იციან, რომ "ბლაუგრანა" ნიდერლანდელს დაბალ ფასად არ დათმობს. წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესი არც მემფისის დარჩენის წინააღმდეგია.

მემფის დეპაი 2022/23 წლების სეზონში 13 გოლით, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად, "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მაისი 2022 17:42
    0
    ნუ ჯერ მოსაყვანები მოიყვანონ დროზე ახლა რო ესეც გავუშვათ და ვერც ლევანდოვსკი მოვიყვანოთ მერე რას ვშვრებით.
    Culé [?]
    #3 24 მაისი 2022 22:34
    2
    მისთვისვე აჯობებს წავიდეს ნორმალურად აქ მაინც არავინ ათამაშებს აწი და თუ დარჩება გუნდს გამოადგება სათადარიგო იქნება რისთვისაც ცოდოა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მაისი 2022 21:23
    2
    სკამისთვის კარგი იქნება,ხელფასი დიდი არააქ: ფატი(დეპაი) ლევანდოვსკი(ობამეიანგი) ტორესი( რაფინია)
    კარგი შეტევა იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 მაისი 2022 21:01
    2
    2022/2023 თუ 2021/2022 სეზონები
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid