მარკ კუკურელია: ერთ დღესაც ბარსელონაში დაბრუნებას ვისურვებდი

მარკ კუკურელია: ერთ დღესაც ბარსელონაში დაბრუნებას ვისურვებდი

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, მარკ კუკურელია, რომელიც ამჟამად "ბრაიტონში" ასპარეზობს, აცხადებს, რომ კატალონიაში დაბრუნება სურს.

"ლა მასიაში" მრავალი წელი გავატარე, შემდეგ კი "ბარსა ბ-ში" ვიყავი და პირველ გუნდში თასზე ვითამაშე, მაგრამ, საბოლოოდ, "კამპ ნოუზე" თავის დამკვიდრების შანსი არ მომეცა. ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც "ბარსელონაში" დავბრუნდე.

- ციტირებს ესპანელის სიტყვებს Esport3.

კუკურელია "ბარსას" აკადემიაში 2012-17 წლებში ირიცხებოდა. ის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საკუთრება 2020 წლამდე იყო, რის შემდეგაც კლუბმა ახალგაზრდა მარცხენა მცველის გაყიდვა გადაწყვიტა. 

კუკურელია, რომელსაც სარეზერვო გუნდში - 54, მთავარ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული, ამჟამად 23 წლისაა.

ბოლო პერიოდში მარკს "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 მაისი 2022 23:17
    2
    სანამ ალბას სამ წრეს არ შემოატარებენ კამპ ნოუზე, მანამ მარცხენა ლატერალის მომყვანი არაა ლაპორტა;
    ისევ დესტი ეგდოს და რობერტო, ხან იქეთ და ხან აქეთ, იქნება რაიმე გამოვიდეს
    ფანი [?]
    #7 24 მაისი 2022 21:16
    3
    ვის რათ უნდა კუკურელია , როცა ზე რეაქტიულ ალონსოს უფორმებენ კონტრაქტს , სად ალონსოს ირმის ნახტომის სისწრაფე და სად კუკურელია ?! :)
    ფანი [?]
    #6 24 მაისი 2022 19:56
    2
    ამას სიტი ყიდულობს როგორც ვიცი
    რამე მაინც ჩაედოთ კონრტაქტში ამ გამოხლეებულებს რო ადვილად შეგვძლებოდა დაბრუნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 მაისი 2022 19:45
    2
    ყველაფერში როგორ უკუღმა აზროვნებენ ეს ხალხი, ვინ დაგვთარსა ესე.
    Culé [?]
    #4 24 მაისი 2022 19:27
    8
    ალბაზე არანაკლებ ტექნიკური და სწრაფია ეს ბიჭი, ჯერ საერთოდ რატო გაასხვისეს თავის დროზე საკითხავია და მერე კიდე ახლა რატო არაფერი ისმის ამასთან დაკავშირებით ვერ ვხვდები, მითუმეტეს ატიურად იწერება ალბას შემცვლელზე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #3 24 მაისი 2022 19:14
    1
    რა პოზიციაა
    Culé [?]
    #2 24 მაისი 2022 19:05
    4
    არანაირი უფლებები არ დაგვრჩა ამაზე, იაფად რო დაგვეთრია ?
    Culé [?]
    #1 24 მაისი 2022 18:55
    4
    რასაც ვუყურებ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, იმედია ვნახავ ბარსელობაში მაგის თამაშს
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.