ფრენკი დე იონგი ბარსელონაში დარჩენაზე მიგვანიშნებს

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი სეზონის დასასრულს ეხმარება.
ეს სეზონი იმედგამაცრუებული იყო. დასახულ მიზნებს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ, მინდა, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. გულმოდგინედ მუშაობას გავაგრძელებთ და მომავალ სეზონში უკეთესები დავბრუნდებით. ვამაყობ, რომ კულე ვარ.
- წერს ფრენკი.
SER-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ მისი ერთადერთი სურვილი "ბარსაში" დარჩენაა. წყაროს ცნობით, ზემოთ მოყვანილი პოსტიც ამაზე მეტყველებს.
მიუხედავად ამისა, სანტი აუნას თქმით, დე იონგის აგენტი თავისი კლიენტის ტრანსფერზე მუშაობს და ბოლო თვეებში ის ბევრ კლუბს შესთავაზა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]