აგენტი: ლევანდოვსკის აქვს შანსი, გადავიდეს გუნდში, რომელშიც თამაშზეც ყოველთვის ოცნებობდა

რობერტ ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი ადასტურებს, რომ მისი კლიენტი "ბაიერნში" დარჩენის ვარიანტს არ განიხილავს და საკუთარ მიუნხენურ კარიერას უკვე ისტორიად მიიჩნევს.
რობერტისთვის "ბაიერნი" უკვე ისტორიის ნაწილია.
საჯაროდ საუბარი არ მინდოდა, რადგან ამ ისტორიულ კლუბს დიდ პატივს ვცემ. თუმცა ჰასან სალიჰამიჯიჩის კომენტარების უპასუხოდ დატოვება არ შემეძლო.
"ბაიერნისგან" შემოთავაზება არ მიგვიღია. რობერტს აქ 8 წლის გატარების შემდეგ გუნდის გამოცვლა უნდოდა. ამ დროის განმავლობაში მან კლუბისთვის ყველაფერი გაიღო. ახლა, 34 წლის ასაკში, მას ოცნების ასრულების შანსი აქვს.
ლევანდოვსკის აქვს შანსი, გადავიდეს გუნდში, რომელშიც თამაშზეც ყოველთვის ოცნებობდა. რატომ ართმევს "ბაიერნი" მას ამ შანსს?
რა თქმა უნდა, კლუბს რობერტის ერთი წლით დატოვება შეუძლია, რადგან მას კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მიუნხენელებს ამას არ ვურჩევ.
- ციტირებს ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს Bild.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]