ლიდსი პრემიერ ლიგაში დარჩა, რაფინიას ტრანსფერი გართულდა

ინგლისის პრემიერ ლიგის 2021/22 წლების გათამაშება დასრულდა. 9 წლის წინანდელი სეზონის მსგავსად ფინიში ახლაც ძალიან დაძაბული გამოდგა და ჩემპიონი ბოლო წამებამდე არ ვიცოდით. 2013 წლის მსგავსად ახლაც ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა, ამჯერად "ბარსელონას" ლეგენდა პეპ გვარდიოლასთან ერთად.
თუმცა ჩვენ სხვა გასაჭირი გვაქვს. "ბარსას" ის აინტერესებდა, დარჩენოდა თუ არა "ლიდს იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში. გავარდნის შემთხვევაში გუნდის ლიდერის, რაფინიას ყიდვა 25 მილიონ ევროდ იყო შესაძლებელი, რაც "ბლაუგრანასთვის" მისაღები ფასი იყო. "ლიდსმა" მოიგო, რაშიც წვლილი რაფინიამაც შეიტანა, კონკურენტმა კი წააგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი მარჯვენა შემტევის გამოსასყიდი თანხა არ არსებობს. ახლა "ბარსელონა" იძულებული იქნება, რაფინიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები აწარმოოს.
ახლა კატალონიელებს მოუწევთ, რაფინიაში ან დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, ან ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართონ. განიხილება "ლიდსში" ოსკარ მინგესას, ან ფრანსიშკუ ტრინკაუს გადასვლის საკითხი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]