ფილიპე კოუტინიო: ბარსელონაში ისე ვერ ვითამაშე, როგორც ველოდი

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო კატალონიურ კარიერას იხსენებს.
"ბარსაში" ისე ვერ ვითამაშე, როგორც ველოდი, მაგრამ, ცხოვრება ასეთია. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ მძიმე ტრავმა მივიღე, რის გამოც 9 თვე გამიცდა და 3 ოპერაცია დამჭირდა.
არაფერს ვნანობ. წარმატებები და ჩავარდნები ცხოვრების ნაწილია. "ბარსელონაში" თამაში ბავშვობის ოცნება იყო. თუმცა, ახლა ეს წარსულია და მომავალზე ვფიქრობ.
- ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Daily Mail.
"ბლაუგრანამ" კოუტინიო ცოტა ხნის წინ, "ასტონ ვილაში" 20 მილიონად გაყიდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ფილიპეს ანგარიშზე 106 მატჩი, 25 გოლი და 14 ასისტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]