მარკ ბარტრა: ჩავი ბარსელონას ყველაზე კარგად იცნობს

მარკ ბარტრა: ჩავი ბარსელონას ყველაზე კარგად იცნობს

"ბარსელონას" ყოფილი ცენტრალური მცველი, მარკ ბარტრა, რომელიც ამჟამად "ბეტისში" ასპარეზობს, კატალონიურ გრანდზე საუბრობს. 

ჩავი გუნდში ძალიან რთულ პერიოდში მივიდა. ის "ბარსას" ყველაზე კარგად იცნობს. კლუბს მოთმინება მართებს და უნდა იცოდეს, რომ საქმე 1 დღეში არ კეთდება. ჩავი ამ ყველაფერზე მუშაობს და მას საუკეთესოს ვუსურვებ.

სუპერ თასი? "ბლაუგრანას" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, მით უმეტეს, სუპერ თასზე. "ლა მასიაში" 11 წლის ასაკში მოვედი და კლუბი 23 წლისამ დავტოვე - ეს საკმაოდ დიდი დროა. მე "ბარსელონაში" გავიზარდე. 

- განაცხადა ბარტრამ Mundo Deportivo-სთან საუბრისას. 

მარკს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ გუნდში 103 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 6 გოლი და ამდენივე ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მაისი 2022 22:49
    0
    არ იყო ეს ლენგლეზე უარესი, პროსტა ბეილის ერთმა კარგმა გარღვევამ დაუნგრია ამას კარიერა. იმის მერე ეგეთი არაფერი რო აღარ უჩვენებია იმ გოლფისტს. არადა 8 წელია გასული.
    Culé [?]
    #1 19 მაისი 2022 21:56
    0
    ჩავი რომ იცნობს ეგ ისედაც ვიცით