პაბლო ტორეს ტრანსფერის დეტალები

პაბლო ტორეს ტრანსფერის დეტალები

მომავალი ზაფხულიდან "ბარსელონას" კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, პაბლო ტორე დაემატება.

"ბარსამ" მის სანაცვლოდ სანტანდერის "რასინგს" 5 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა, საბოლოოდ, ტრანსფერის ღირებულება, შესაძლოა, 20 მილიონ ევრომდე ავიდეს.

Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ტორეს მიერ პირველ გუნდში ჩატარებული ყოველი 10 მატჩი 1 მილიონი ევრო დაუჯდება - ეს პუნქტი მანამდე იმოქმედებს, სანამ 19 წლის შემტევ ნახევარმცველს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 140 შეხვედრა არ დაუგროვდება.

დარჩენილ 1 მილიონს კი "რასინგი" იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პაბლოს ესპანეთის ნაკრებში გამოიძახებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #7 20 მაისი 2022 08:46
    1
    ფატი, პედრი, გავი, ნიკო, ფერანი, ტორე, გარსია


    ესპანეთის ნაკრებს კრავს ბარსა…

    იმედია ეს ბიჭებიც მოიგებენ მსოფლიოს და ევროპას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 მაისი 2022 02:54
    2
    იმედია პედრივით აღმოჩენა იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 მაისი 2022 01:50
    1
    140 მატჩის ჩატარება საქმეა, 19 წლის ნიჭიერი ახალგაზრდაა და ასაკოვრიბში უკვე ითამაშა, თუკი იმ დონეს ქაჩავს, რომ +100 მატჩს ააატრებს, ესე იგი 20 მილიონი ღირს და ასე დაწვრილმანება ხურდებზე ცოტა უადგილოა;
    კაუტინიო ხომ არაა, 145 რომ გადაიხადეს და კიდევ 20 ლიმონი უნდა დაემატებინათ თუკი +100 ჩაატარება, რაღაც მსგავსი მახსოვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 მაისი 2022 22:55
    0
    მაგარი კონტრაქტია რას ერჩი, ოღონდ ჩვენთვის არა უფრო რასინგი-სთვის. თამაშებს რას თვლიან გოლები დაუთვალონ ან ნათამაშევი წუთები. ანუ ჩავი რო შეუშვებს 92 წუთზე, ამას ერთ თამაშად ჩაუთვლიან და 100000 ევრო უნდა გადადონ?
    ფანი [?]
    #3 19 მაისი 2022 21:55
    1
    შიგააქვთ ეს რა სლეობა კონტრაქტია, ისე მაგარი ბიჭი კია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მაისი 2022 21:29
    0
    განვადებით მოყვანილს გავს, თუმცა ეს მაინც ხურდებია
    ფანი [?]
    #1 19 მაისი 2022 21:26
    1
    მაგდენ მატჩს სანამ ჩაატარებს კი მოვა ფულიც