ბარსელონა ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს - ლევანდოვსკი სხვა კლუბებს არც განიხილავს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩავი ერნანდესსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის საუბარი უკვე ორჯერ შედგა.
გეგმა ნათელია - კონტრაქტი 2025 წლამდე. პოლონელი ფეხბურთელი და აგენტი პინი ზაჰავი "ბარსას" აბსოლუტურ პრიორიტეტად მიიჩნევენ - ლევანდოვსკი სხვა კლუბების შემოთავაზებებს არც განიხილავს.
როგორც ხავი მიგელი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" პირველ ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ და "ბაიერნს" მალე მიმართავენ. "ბლაუგრანას" რობერტის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს.
ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად, ლევანდოვსკის აგენტმა გუშინ ბარსელონაში რამდენიმე სახლი დაათვალიერა.
"ბარსელონასა" და პოლონელ თავდამსხმელს შორის სრული შეთანხმება უკვე შედგა - 3-წლიანი ხელშეკრულება, წლიურად 9-მილიონიანი ხელფასით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]