ისტორიაში პირველი ვიზიტი ავსტრალიაში

ისტორიაში პირველი ვიზიტი ავსტრალიაში

25 მაისს "ბარსელონა" სეზონის ბოლო თამაშს გამართავს. კატალონიელები ავსტრალიას ეწვევიან და ადგილობრივი ჩემპიონატის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდებიან. "ბლაუგრანას" მეტოქეებს შორის იქნება ბექა მიქელთაძეც.

123-წლიანი ისტორიის განმავლობაში "ბარსელონას" ავსტრალიაში არასდროს უთამაშია. ეს ამ კონტინენტზე "ბლაუგრანას" პირველი ვიზიტი იქნება. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე კლუბის ოფიციალური ვებგვერდი სხვადასხვა ქვეყნებში "ბარსას" თამაშების სტატისტიკას გვთავაზობს.

საზღვარგარეთ ჩატარებული თამაშები

  • ევროპა: ნიდერლანდები (102); საფრანგეთი (68, მონაკოს ჩათვლით); გერმანია (63); ინგლისი (56); იტალია (54); პორტუგალია, შვეიცარია (24); ბელგია (22); შოტლანდია (17); საბერძნეთი (15); უკრაინა (11); დანია (10); შვედეთი, თურქეთი (8); ჩეხეთი, პოლონეთი, ოკუპანტი (7); ბულგარეთი, სერბეთი (5); ავსტრია, უნგრეთი (4); ხორვატია, კვიპროსი, ისლანდია, ნორვეგია, რუმინეთი (3); ალბანეთი, ანდორა, ბელარუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ირლანდია (2); საფრანგეთი, საქართველო, ისრაელი, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, სლოვაკეთი, უელსი (1).
  • სამხრეთ ამერიკა: ვენესუელა (14); არგენტინა (13); ეკვადორი (5); კოლუმბია (4); ურუგვაი (3); ჩილე, პარაგვაი, პერუ (1).
  • ჩრდილოეთ ამერიკა: აშშ (34); მექსიკა (20); კურასაო, ელ სალვადორი (1);
  • აფრიკა: მაროკო (8); ალჟირი (4); ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა (2);
  • აზია: იაპონია (17); ჩინეთი, საუდის არაბეთი (3); სამხრეთ კორეა, ტაილანდი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები (2); ჰონგ კონგი, ქუვეითი, მაკაო, მალაიზია, კატარი, ავსტრალია (1).

როგორც ხედავთ, "ბარსელონას" ყველაზე მეტი თამაში ნიდერლანდებში აქვს ჩატარებული. ამის მიზეზი ისაა, რომ იოჰან კრუიფისა და ლუი ვან გაალის მწვრთნელის დროს "ბარსა" ამ ქვეყანაში საზაფხულო ტურებს ხშირად მართავდა ხოლმე.

თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ არა ჩატარებულ თამაშებს, არამედ ქვეყანაში ვიზიტს, ნიდერლანდები მეხუთე ადგილზე გადავა, 55 ვიზიტით პირველ პოზიციას კი გერმანია დაიკავებს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (52), ინგლისი (51), იტალია (48), ნიდერლანდები (39), პორტუგალია (23), ბელგია (20), შვეიცარია (17), შოტლანდია (15) და აშშ (13).

უცხოური მეტოქეები

არაესპანურ გუნდებს შორის "ბარსელონას" ყველაზე მეტი თამაში ინგლისის წარმომადგენლებთან ჩაუტარებია. ამ ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ "ბარსამ" 178-ჯერ ითამაშა.

შემდეგ მოდის გერმანია (152), იტალია (143), ნიდერლანდები (126), საფრანგეთი (125), პორტუგალია (67), ბრაზილია (60), ბელგია (58), შვეიცარია (43) და ჩეხეთი (40).

საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლით მე-7 ადგილზე ბრაზილიაა, მაგრამ "ბარსელონას" ამ ქვეყანაში ერთი თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული.

ბრაზილიის გარდა კიდევ 2 ქვეყანა არსებობს, სადაც "ბარსას" არასდროს უთამაშია, მაგრამ ამ ქვეყნის წარმომადგენლის წინააღმდეგ შეხვედრა ჩატარებული აქვს. ესენია ლიბია (ამხანაგური თამაში "კამპ ნოუზე" "ალ-იტიჰადთან" 2003 წელს) და ბოლივია (ამხანაგური თამაში "ბოლივართან" ბარსელონაში 2009 წელს).

უცხოურ კლუბებს შორის "ბარსელონას" ყველაზე მეტი თამაში "მილანთან" აქვს ჩატარებული. ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით სულ 29 მატჩი. შემდეგ მოდის "ბენფიკა" (23), "ბაიერნი" (22), "ინტერი" (22), "იუვენტუსი" (22), "ჩელსი" (19), "მანჩესტერ იუნაიტედი" (18), პსჟ (18), "სელტიკი" (16), კიევის "დინამო" (16), "პორტუ" (16), პსვ (16).

არაევროპულ გუნდებს შორის "ბარსას" ყველაზე მეტჯერ "ბოკა ხუნიორსთან" (არგენტინა), "პენიაროლთან" (ურუგვაი) და "ვასკო და გამასთან" (ბრაზილია) უთამაშია. ამ გუნდებს "ბლაუგრანა" თერთმეტ-თერთმეტჯერ შეხვედრია.

მნიშვნელოვანი თარიღები

1899: უცხოურ გუნდთან "ბარსელონამ" პირველად დაარსებიდან მალევე, 1899 წელს ითამაშა. ეს ბარსელონაში მცხოვრები ინგლისელი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი იყო.

1904: "ბარსელონა" საზღვარგარეთ სათამაშოდ პირველად გაემგზავრა. კატალონიელებმა საფრანგეთში "სტად ტულუზენთან" ითამაშეს. იმავე წელს "სტან ტულუზენი" პირველი უცხოური გუნდი იყო, რომელიც ბარსელონას ეწვია, თუ არ ჩავთვლით 1900 წელს ბრიტანული გემის, HMS Calliope-ს ეკიპაჟთან თამაშს.

1907: "ბარსელონას" ყველაზე დიდი მარცხი უცხოურ გუნდთან. საფრანგეთში "მარსელთან" გამართულ შეხვედრაში ესპანელები 1-9 განადგურდნენ.

1925: პირველი თამაში არაევროპულ გუნდთან. "ბარსას" საშინაო არენას, "ლეს კორტსს" ურუგვაული "ნასიონალი" ეწვია.

1928: პირველი თამაში ევროპის საზღვრებს გარეთ. "ბარსელონა" ბუენოს აირესში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდა.

1932: პირველი თამაში აფრიკის კონტინენტზე. ალჟირული ტურის დროს "ბარსა" ჯერ "ორანს" დაუპირისპირდა, შემდეგ კი არაევროპულ გუნდებთან ყველაზე დიდი სხვაობით მოგება დააფიქსირა, როდესაც "გალიას" 11-1 სძლია.

1937: პირველი თამაში ჩრდილოეთ ამერიკაში. "ამერიკასთან" თამაშით "ბარსამ" მექსიკური და ამერიკული ხანგრძლივი ტური დაიწყო.

1957: "ბარსელონას" ყველაზე დიდი მარცხი არაევროპულ გუნდთან. 2-7 ბრაზილიურ "ვასკო და გამასთან".

1990: პირველი ვიზიტი აზიაში და იაპონიის ჩემპიონატის ნაკრების წინააღმდეგ ტოკიოში თამაში.

1992: "ბარსელონას" ყველაზე დიდი მოგება უცხოურ გუნდთან. კატალონიელებმა ნიდერლანდური "სმილდე" 20-1 გაანადგურეს.

2022: "ბარსელონა" ავსტრალიაში პირველად ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 21 მაისი 2022 16:25
    0
    ციტატა: nika 54
    25 მაისს ვიღასთან ვთამაშობთ? ამ კვირას არ მთავრდება ჩემპიონატი?

    ავსტრალიაშია თამაში ადგილობრივებთან
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მაისი 2022 23:29
    0
    25 მაისს ვიღასთან ვთამაშობთ? ამ კვირას არ მთავრდება ჩემპიონატი?
    ფანი [?]
    #1 19 მაისი 2022 20:58
    0
    ავსტრალიაში ქალზე მეტი პედერასტია და იმედია არ გადაიმუზებიან 😂😂