ექსკლუზიური ინტერვიუ ჟოან ლაპორტასთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ჟოან ლაპორტასთან

კატალონიის რადიომ, "ბარსელონას" პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

"ვალენსიას" წარმომადგენლებთან შეხვედრა? ეს ინსტიტუციური საუზმე იყო. რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ, თუმცა, დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან კონფიდენციალურობა უნდა დავიცვა.

წაგებას შედეგები ყოველთვის მოჰყვება. მაგალითად, ამ სეზონში მწვრთნელი შევიცვალეთ, როს შემდეგაც სიტუაცია გამოსწორდა და ლა ლიგაში მე-2 ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის მეტი გვინდა. 

პედრის გარდა, ტრავმები სხვა ფეხბურთელებმაც მიიღეს, მაგალითად, პიკე და ანსუმ.

ლევანდოვსკი? კლუბი იმისთვის მუშაობს, რომ მომავალ სეზონში საუკეთესო იყოს, რაც მარტივი არაა, რადგან ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში ვართ.

თუ ეკონომიკურ საკითხს მოვაგვარებთ, და ვფიქრობ ასეც იქნება, სასურველი ტრანსფერების განხორციელებას შევძლებთ. 

მომავალ სეზონში ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგისთვისაც.

ფრენკი დე იონგი? ყოველთვის არიან ფეხბურთელები, რომლებზეც პრესაში ბევრი იწერება. იმას გავაკეთებთ, რაც კლუბისთვის საუკეთესო იქნება. თუ ის ბერკეტები გააქტიურდება, რომლებიც გვსურს, ეკონომიკური განზრახვით არავის გავყიდით.

დემბელეს დარჩენა სურს, მაგრამ, ის სხვა შემოთავაზებებზეც ფიქრობს. ფრანგს ჩვენი წინადადება წინ უდევს და პასუხი მომავალ კვირაში უნდა გასცეს. გვინდა, ეს საკითხი მოგვარდეს.

ალვესი? კლუბის სახელით დანიმ დასახულ მიზნებს მიაღწია. ახლა კი საქმეში სპორტული ასპექტი ერთვება - სიტუაციას მწვრთნელები შეაფასებენ და თავიანთ გადაწყვეტილებას გვეტყვიან. შესაძლოა, ბრაზილიელთან კონტრაქტი 6 თვით გავახანგრძლივოთ. ალვესს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. მას მალე შევხვდებით. 

ჩავისთან ერთად, ყველაფერზე ჟორდი და მატეუ მუშაობენ. 

ვფიქრობ, გასულ სეზონში ლა ლიგა უნდა მოგვეგო. წელს, ჩავის ხელში, ბევრი მატჩი მოვიგეთ. კარგად გამოვიყურებით. რომ არა რამდენიმე ტრავმა, უკეთესი შედეგები გვექნებოდა.

ოპტიმისტურად ყოფნის რისკი ვიცი, მაგრამ, ეს ამბიციურობის ნიშანიცაა. მესიჯი ფანებთან მიდის, ისევე, როგორც გასახდელ ოთახთან.

ვიმედოვნებ, გავი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და იმ შემოთავაზებას მიიღებს, რომელიც მის აგენტს წარვუდგინეთ.

ჩვენთან თანამშრომლობით რამდენიმე ბრენდი და ინვესტორი ინტერესდება. 

თუ შეთანხმებებს 30 ივნისამდე მივაღწევთ, რაღაც განსაკუთრებული იქნება. როცა კლუბი ჩავიბარეთ, ვალი 451 მილიონ ევროს შეადგენდა. იმედი გვაქვს, სიტუაციას გამოვასწორებთ. 

BLM-ის 49%-ს 200 მილიონად ვყიდით? რიცხვები ზუსტი არაა, მაგრამ, შემოთავაზება გვაქვს. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს ასამბლეა გადაწყვეტს.

BLM-ზე მიღებული წინადადებები მართლაც ძალიან მიმზიდველია, მაგრამ, ეს ჩვენს ინტერესებს უნდა მოვარგოთ. BLM-ს ძალიან ვაფასებთ. შემოთავაზება კარგია, თუმცა, ზოგი დეტალი არ მოგვწონს.

სხვა ვარიანტებიც გვაქვს, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური ვითარების მოგვარება შეუძლია. თანხები ჯერ დამაკმაყოფილებელი არაა, მაგრამ, მოლაპარაკებებს ვმართავთ.

იმ შემოთავაზებას მივიღებთ, რომელიც აუცილებელია. გვინდა, კლუბის განვითარებაში "ბარსას" წევრები დაგვეხმარონ.

ფინანსურ Fair Play-სთან მიმართებით CVC-სთან შეთანხმება უპირატესობას მოგვცემდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ტებასს სურს, უბრალოდ, ამას შეთანხმება თავად უზრუნველყოფდა. თანხის მოპოვება სხვა საშუალებითაც შეგვიძლია, რადგან ვალი ნელ-ნელა შემცირდება.

CVC-ის პირობების გაუმჯობესება ვთხოვეთ. 

სუპერ ლიგა? წლის ბოლოს რამდენიმე ცვლილებას ველით.

დეკუ კლუბს კარგად იცნობს და ბრაზილიურ ბაზარზე მუშაობს. მან იქ ყველაფერი იცის. არ გვინდა, ბრაზილიაში მოვლენები ჩვენს გარეშე ვითარდებოდეს.

პიკემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ისევე, როგორც პედრიმ. მათ დაზიანებები რომ არ მოეღოთ, უკეთესი შედეგი გვექნებოდა.

მართალია, რომ ჟერარი ბიზნესში ჩართულია. თუ რამე შეუთავსებელი მოხდება, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ, ახლა არაფერი ხდება. პიკე "ბარსელონას" მიმართ ძალიან ერთგულია.

თუ ყველა შემოთავაზებას, რაც მაგიდაზე გვიდევს, 30 ივნისამდე ვუპასუხებთ, კლუბის გაწმენდასა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების საშუალება გვექნება.

მბაპე? ისეთი ფეხბურთელის ტრანსფერს არასდროს განვიხილავდით, რომელიც წლიურად 50 მილიონს ითხოვს. 

- განაცხადა ლაპორტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 მაისი 2022 07:06
    3
    მოკლედ და კონკრეტულად, ყველაფერზე და არაფერზე რეალურად.
    Culé [?]
    #2 18 მაისი 2022 03:49
    8
    24 საათი აქ ვაი ბარსას ვითომ ქომაგები რომ ნეგატივის მეტს არაფერს წერთ წაიკითხეთ სტატია.გუნდის მთავარი ამოცანა არის რომ ამ ვალებში არ ჩაიხრჩოს და არ დაიშალოს.რომ აკირიტიკებთ ყველაფერს და ნაირნაირი ძვირიანი ახალგაზრდა ფეხბურთელები გინდათ ან ოროსნები ხართ ელემენტალური ლოგიკა არ გაქვთ ან პროსტა იჯმეინებით😂😂😂.99% აქ იძახდით ოთხეულში ვერ მოხვდებაო კიდე ბევრჯერ გაგაოცებთ ლაპორტა😂😂👌🏼
    Culé [?]
    #1 18 მაისი 2022 00:56
    5
    მჯერა ამ კაცის რააა. იცის თავისი საქმე 💜 ალონსო. ქრისტენსენი.კულიბალი.აზპი.კესი.რაპინია და ლევანა მოიყვანე და ლალიგა უეჭველი ჯიბეშიაწვს ჩავის