ბარსელონა და დანი ალვესი კონტრაქტის დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ბარსელონა და დანი ალვესი კონტრაქტის დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" და დანი ალვესი კონტრაქტის მიმდინარე წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. 

ამავე წყაროს თანახმად, მხარეებს გასარკვევი მხოლოდ ფინანსური საკითხები დარჩათ, რის შემდეგაც ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

დღეს გავრცელებული ცნობებით, კონტრაქტის დეკემბრამდე გახანგრძლივება თავად ბრაზილიელის სურვილი იყო, რადგან მას სურს, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს (რომელიც სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დასრულდება) კარგ ფორმაში შეხვდეს.

როგორც კატალონიური გამოცემა იუწყება, მუნდიალის შემდეგ 39 წლის ფეხბურთელის მომავალსა და კონტრაქტს კვლავ გადახედავენ.

ლეგენდარული ბრაზილიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მაისი 2022 07:40
    0
    აისრულა ამან გულისწადილი? რასაც უხდიან იმდენი ნამდვილად ღირს.
    Culé [?]
    #4 17 მაისი 2022 08:25
    1
    ციტატა: Albicelecte
    ეხლა ინი, ჯეკა, ნეი და ლეო რომ დაბრუნდნენ გუნდში, ზამთრის იჯარით რაკიტიჩიც რომ მოვიდეს და უცებ ლიგა რომ მოიგონ...
    შტეგო, პიკე, დანი, ალბა, ბუსი, ინი, ნეი, ლეო და ჯეკა რომ დადებენ smiley smiley smiley smiley

    ეგ იქნება საუკუნის პრიკოლი🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 მაისი 2022 00:29
    3
    ეხლა ინი, ჯეკა, ნეი და ლეო რომ დაბრუნდნენ გუნდში, ზამთრის იჯარით რაკიტიჩიც რომ მოვიდეს და უცებ ლიგა რომ მოიგონ...
    შტეგო, პიკე, დანი, ალბა, ბუსი, ინი, ნეი, ლეო და ჯეკა რომ დადებენ smiley smiley smiley smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მაისი 2022 00:09
    7
    ხო და ძალიან კარგი, არაა ეს გასაშვები კაცი მითუმეტეს გუშინდელ ფეხბურთელებთან შედარებით ვის ჩამოვარდება?
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #1 16 მაისი 2022 23:29
    3
    ძალიან კარგი