ინიგო მარტინესი ბარსელონაში ჩამოფრინდა

გავრცელებული ცნობებით, ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი, ინიგო მარტინესი ცოტა ხნის წინ ბარსელონაში ჩამოვიდა.
კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ, როგორც Sport იტყობინება, "ბარსელონამ", შესაძლოა, ის უკანახაზის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილოს. თავის მხრივ, "ბარსაში" თამაშით თავად ფეხბურთელიც ბედნიერი იქნება.
ბასკ მოთამაშეს, რომლის შეძენითაც "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდნენ, როცა იგი "რეალ სოსიედადში" ასპარეზობდა, "ბილბაოსთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.
განახლება: ARA-ს თქმით, მარტინესი კატალონიის დედაქალაქში პერსონალური მიზეზების გამო იმყოფება და "ბარსელონასთან" კავშირი არ აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]