ლაპორტა ჩეფერინის შეხვდება და ურთიერთობის გამოსწორებას შეეცდება

ლაპორტა ჩეფერინის შეხვდება და ურთიერთობის გამოსწორებას შეეცდება

21 მაისს "ბარსელონასა" და UEFA-ს პრეზიდენტებს ერთმანეთთან შეხვედრა უწევთ და ჟოან ლაპორტა შეეცდება, ეს შეხვედრა ალექსანდერ ჩეფერინთან ურთიერთობის გამოსასწორებლად გამოიყენოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

მიმდინარე კვირის ბოლო ლაპორტასთვის დატვირთული იქნება. 19 მაისს ის ბელგრადში უნდა იყოს, სადაც ევროლიგის ოთხთა ფინალში "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება. მომდევნო დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტი ტურინში გადაფრინდება, სადაც ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლიონს" ვხვდებით.

ქალების ჩემპიონთა ლიგის წინა ფინალში "ბარსელონა" "ჩელსის" დაუპირისპირდა. იმ მატჩის დროს სუპერ ლიგის პროექტი უკვე დაანონსებული იყო და ლაპორტასა და ჩეფერინის ერთმანეთთან აშკარად ცივი ურთიერთობა ჰქონდათ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, იგეგმება, რომ ლაპორტასა და ჩეფერინს შორის პროტოკოლით გათვალისწინებული ვახშამი "ბარსელონამ" UEFA-სთან ურთიერთობის გამოსასწორებლად გამოიყენოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 16 მაისი 2022 19:52
    2
    შეხვდება წაეაფერისტება მაყუთს გაუმაზავს და მოუწოვს კიდეც 😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 მაისი 2022 19:07
    0
    19 მაისს ის ბელგრადში უნდა იყოს, სადაც ევროლიგის ოთხთა ფინალში "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება.
    ეს რა ოთხთა ფინალია?
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 მაისი 2022 17:12
    1
    გადაებით ერთმანეთს