მიკა მარმოლი: ოცნება ამიხდა

"ხეტაფეს" წინააღმდეგ დღეს გამართულ შეხვედრაში, "ბარსელონას" პირველ გუნდში, 20 წლის ფეხბურთელის, მიკა მარმოლის დებიუტი შედგა.
ახალგაზრდა მცველი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
ოცნება ამიხდა. არ ვღელავ იმაზე, რომ მოედანზე დიდხანს არ ვყოფილვარ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მაისურით პირველი მატჩი ჩავატარე.
ასეთ გუნდში სათამაშო დროის მიღება რთულია. ჩავიმ მითხრა, რომ თამაშით სიამოვნება მიმეღო და ბურთი არ დამეკარგა.
საკუთარ ოჯახსა და მეგობრებზე ვფიქრობდი. ამ მაისურსა და შორტებს სამახსოვროდ დავიტოვებ.
მარმოლი, რომელსაც თამაში როგორც ცენტრალურ, ისე მარცხენა მცველად შეუძლია, 2020 წლიდან "ბარსა ბ-ში" ირიცხება. 2018 წელს იგი "ბლაუგრანას" 18-წლამდელთა გუნდს ტერასას "ჟაბაკის" ახალგაზრდული გუნდიდან შემოუერთდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]