ხეტაფე-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს ის დღეა, როდესაც "ბარსელონამ" ლა ლიგაში მე-2 ადგილი უნდა გაინაღდოს. რაში გვჭირდება მე-2 ადგილი? ამ პოზიციის დაკავების შემთხვევაში "ბლაუგრანა" ესპანეთის სუპერ თასზე მოხვდება, ფინანსური სარგებელი კი დაახლოებით 15 მილიონი ევრო იქნება.
მიზნის მიღწევამდე "ბარსას" დარჩენილ ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის აღება ჭირდება. საინტერესოა, რომ იგივე ამოცანა აქვს "ხეტაფესაც" - დარჩენილ ორ მატჩში ქულის აღება. ასეთ შემთხვევაში მადრიდული გუნდი ლა ლიგაში დარჩენას გაინაღდებს.
გამოდის, რომ დღეს ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგია.
სათამაშო ფორმა
შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, "ბარსელონას" ბოლო დროს საქმე კარგად მისდის. კატალონიელებმა ლა ლიგაში ბოლო 3 შეხვედრა მოიგეს, სტუმრად კი ბოლო 6. ლა ლიგაში მეტოქის მოედანზე გამართულ ბოლო 14 შეხვედრაში "ბლაუგრანას" წაგება არ აქვს. ბოლო წაგება 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იყო.
"ხეტაფეს" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ მადრიდელებმა ბოლო 3 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, აქედან 2 ანგარიშით 0-0.
საკუთარ მოედანზე გამართულ ბოლო 3 მატჩში "ხეტაფეს" მოგება არ აქვს, აქედან უკანასკნელი ორი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
"ხეტაფეს" გასავარდნ ზონასთან ახლოს ყოფნა ცუდი სტარტის ბრალია. პირველ 8 ტურში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ მადრიდელებმა მწვრთნელი შეცვალეს და კიკე სანჩეს ფლორესი დანიშნეს, რომლის ხელშიც გუნდი უკეთ ათამაშდა.
დანაკლისი
"ბარსელონას" ისევ სერიოზული დანაკლისი აქვს. დესტი, პიკე, ნიკო, პედრი და რობერტო ტრავმირებულები არიან, ხოლო ალბა, ფრენკი დე იონგი და ერიკ გარსია დისკვალიფიცირებულები. რონალდ არაუხოს თამაშის საკითხი კი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა. კარგი ამბავია დისკვალიფიკაციამოხდილი სერხიო ბუსკეტსის დაბრუნება.
"ხეტაფეს" ერთადერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი ძირითადი ცენტრალური მცველის, სეტაფან მიტროვიჩის არყოფნა იქნება. სერბი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია.
ურთიერთშეხვედრები
აქამდე ამ გუნდებს ერთმანეთთან 37-ჯერ უთამაშიათ. "ბარსელონამ" 27 შეხვედრა მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 წააგო, გაიტანა 86 და გაუვა 30 გოლი.
"ბარსელონასა" და "ხეტაფეს" შორის გამართული ბოლო 7 დაპირისპირებიდან კატალონიელებმა 6 მოიგეს, თუმცა სტუმრად გამართული ბოლო მატჩი კი "ბარსამ" 0-1 დათმო.
მეტოქის მოედანზე "ბლაუგრანას" სულ 18-ჯერ უთამაშია. სტუმართა მონაგარი 12 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხია.
არბიტრი
შეხვედრის განსასჯელად ფეხბურთის ფედერაციამ გამოცდილი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო მიავლინა.
"ბარსელონაში" მანსანო ძალიან არ უყვართ. კატალონიური გუნდის ქომაგები მას "ბლაუგრანას" საწინააღმდეგო არაერთ უსამართლო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ, რის მიზეზადაც ხესუს ხილის "რეალის" გულშემატკივრობას ასახელებენ.
მანსანომ ესპანეთის მე-3 ლიგაში მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 3 წლის შემდეგ ის მე-2 დივიზიონში, კიდევ 3 წლის შემდეგ კი პრიმერაში დაწინაურდა. 2014 წლიდან ხესუს ხილ მანსანო FIFA-ს არბიტრია.
კარიერის განმავლობაში მანსანო თამაშში საშუალოდ 27.3 ჯარიმასა და 0.43 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ის ფეხბურთელებს თამაშში საშუალოდ 5.56 ყვითელ (მე-4 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.26 წითელ (მე-8 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათს უჩვენებს.
"ბარსელონას" შეხვედრაში მანსანოს მონაწილეობა 30-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 18 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდათ. მოგების 60%-იანი მაჩვენებელი "ბარსელონასთვის" საკმაოდ დაბალია. შედარებისთვის, "რეალმა" მანსანოს მიერ განსჯილი შეხვედრების 78% მოიგო. გასაკვირი არაა, რომ "ბარსას" გულშემატკივრები ამ არბიტრს ერჩიან.
ხესუს ხილ მანსანომ "ბარსელონას" ფეხბურთელები მოედნიდან 8-ჯერ გააძევა, მეტოქის კი - 6-ჯერ. დანიშნული 11 პენალტიდან 6 "ბარსას" სასარგებლოდ იყო. ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ არბიტრს "ბლაუგრანა" დიდად არ უყვარს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანსანომ შეუძლებელი შეძლო და კაზემიროს წითელი ბარათი უჩვენა, თანაც "ელ კლასიკოში". მას ეს გმირობა აუცილებლად უნდა დავუფასოთ.
"ხეტაფეს" მატჩში ხესუს ხილს 14-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებს 4 მოგება, 2 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდათ. 8 წითელი ბარათიდან 5 მანსანომ "ხეტაფეს" ფეხბურთელებს უჩვენა, ხოლო 8 თერთმეტმეტრიანი ამ გუნდსა და მის მეტოქეებზე თანაბრად გადაანაწილა.
სტატისტიკა
- "ხეტაფეს" ბოლო 2 საშინაო თამაში უგოლოდ დასრულდა;
- "ბარსელონას" ლა ლიგის გასვლითი შეხვედრა 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ წაგებული არ აქვს;
- "ბარსელონას" ბოლო 3 თამაში მოგებული აქვს;
- "ხეტაფეს" ბოლო 3 თამაში ფრედ დასრულდა;
- "ბარსელონას" ლა ლიგის ბოლო 6 გასვლითი თამაში მოგებული აქვს;
- "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" ბოლო 7 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- "ბარსელონა" "ხეტაფესთან" გამართულ ბოლო 4 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- "ბარსელონა" "ხეტაფესთან" გამართულ ბოლო 7 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- "ბარსელონა" "ხეტაფესთან" გამართული ბოლო 7 თამაშიდან ექვსში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- "ხეტაფეს" ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- "ხეტაფეს" ბოლო 10 თამაშიდან რვაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- "ბარსელონას" ბოლო 4 თამაშში კარი მშრალად შენახული არ აქვს;
- "ბარსელონა" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- "ბარსელონას" ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.
- ტოტალიზატორები "ხეტაფეს" მოგებას კოეფიციენტს 3.6 ანიჭებენ, რაც მოგების 28%-იან შანსს უდრის, თუმცა "ხეტაფე" ასეთი თამაშების მხოლოდ 5%-ს იგებს;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 2.15 ანიჭებენ, რაც მოგების 47%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 40%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ხეტაფე (4-3-2): სორია, დამიანი, ოკაი, ჯენე, კუენკა, ოლივერა, მაქსიმოვი, არამბარი, ოსკარი, უნალი, მაიორალი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, ლანგლე, მინგესა, ბუსკეტსი, პუჩი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი
Marca
ხეტაფე (5-3-2): სორია, იგლესიასი, ჯენე, ოკაი, კუენკა, ოლივერა, არამბარი, მაქსიმოვიჩი, ოსკარი, უნალი, მაიორალი
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, ლანგლე, მინგესა, ბუსკეტსი, გავი, დემბელე, დეპაი, ტორესი, ობამეიანგი
AS
ხეტაფე (5-3-2): სორია, დამიანი, ჯენე, ოკაი, კუენკა, ოლივერა, არამბარი, როდრიგესი, მაქსიმოვიჩი, უნალი, მაიორალი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, ლანგლე, მინგსეა, ბუსკეტსი, პუჩი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, დეპაი
პროგნოზი
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 1-3
ტრანსლაცია
თამაში 21:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ქართული არხი არ გვთავაზობს. ლა ლიგის მთელი ტურის სახიფათო მომენტების პარალელურ რეჟიმში ყურება სილქ უნივერსალსა და Silksport.ge გთავაზობთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]