ბაიერნის სპორტული დირექტორი: ლევანდოვსკიმ მითხრა, რომ წასვლა სურს

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი ადასტურებს, რომ რობერტ ლევანდოვსკის კლუბის დატოვება სურს.
რობერტს ვესაუბრე. მან მაცნობა, რომ ჩვენი შეთავაზების მიღება არ სურს და კლუბიდან წასვლას ისურვებდა.
ლევანსოვკსიმ მითხრა, რომ მას რაღაც ახლის ცდა სურს, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. მას კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს. ეს ფაქტია.
პოლონელ თავდამსხმელს "ბარსელონაში" თამში სურს და, გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებთან კონტრაქტიც შეათანხმა. "ბაიერნს" ლევანდოვსკის გაშვება არ სურს, მაგრამ ფეხბურთელის პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 17 ]