ბარსელონა და ლევანდოვსკი 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ | Sport1

"ბარსელონამ" რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
გერმანული Sport1-ის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა პოლონელის აგენტ პინი ზაჰავისთან 3-წლიან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს თანახმად, როგორც კი "ბაიერნი" მოლაპარაკებას დათანხმდება, "ბარსელონა" ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.
მას შემდეგ, რაც ლევანდოვსკიმ "რეკორდმაისტერს" "ბარსაში" გადასვლის სურვილის შესახებ აცნობა, მიუნხენელთა პოზიცია შერბილდა და ისინი 33 წლის ფეხბურთელის გაშვებაზე დაფიქრდნენ.
როგორც ცნობილია, "ბაიერნი" ლევანდოვსკის 35-40 მილიონ ევროდ გაუშვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 10 ]