ბარსელონას რაფაელ გერეირუ შესთავაზეს

"ბარსელონა" ჟორდი ალბას შემცვლელს ეძებს, ვინაიდან 33 წლის ფეხბურთელი გუნდის ერთადერთი მარცხენა მცველია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" დორტმუნდის "ბორუსიას" განაპირა მცველი, რაფაელ გერეირუ შესთავაზეს, რომელიც კატალონიურ გრანდში თამაშზე ოცნებობს.
28 წლის პორტუგალიელს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მისი გახანგრძლივება არ სურს. გერმანელები მას 8-10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.
"ბარსელონას" პრიორიტეტი მარცხენა მცველის პოზიციაზე მარკოს ალონსოა, რომელსაც "ჩელსისთან" ხელშეკრულება ასევე 2023 წელს უმთავრდება. კატალონიელები ალექს გრიმალდოსა და სერხიო რეგილონის ტრანსფერსაც განიხილავენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 12 ]