ბარსელონა ბაიერნთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა

რობერტ ლევანდოვსკის სატრანსფერო საგა გრძელდება. "ბარსელონასთვის" პოლონელი თავდასხმის ხაზის გაძლიერების უმთავრეს ვარიანტად რჩება, თავად ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" გადმოსვლა ძალიან უნდა და ვეტერანი შემტევის გაშვებაზე უკვე "ბაიერნიც" დაფიქრდა.
გავრცელებული ცნობებით ლევანდოვსკიმ "ბაიერნს" აცნობა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის პარალელურად "ბარსელონა" პოლონელის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თანხმობას აცხადებს.
ბოლო ინფორმაციით, რომელსაც გერმანული Sport1 ავრცელებს, ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელის აგენტს, პინი ზაჰავის აცნობა, რომ "ბარსელონა" მზადაა, "ბაიერნთან" მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს, როგორც კი მიუნხენური გუნდი ამისთვის მზად იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]