არაუხოს ხეტაფესთან თამაში უნდა

"ბარსელონას" ურუგვაელ მცველს, რონალდ არაუხოს სურს, რომ გუნდს ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაში დაეხმაროს.
არაუხომ ტვინის შერყევა "სელტასთან" 3 დღის წინ გამართულ შეხვედრაში მიიღო, მომდევნო მატჩი კი გუნდს კვირას, 15 მაისს "ხეტაფესთან" სტუმრად აქვს. ამ შეხვედრაში ქულის აღების შემთხვევაში "ბარსა" ლა ლიგაში მე-2 ადგილს გაინაღდებს.
"ბარსელონაში" სურთ, რომ არაუხომ რამდენიმე დღე დაისვენოს. ასეთია ექიმების რეკომენდაციაც. თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი "ხეტაფესთან" თამაშია. ურუგვაელი დღეს დარბაზში ვარჯიშობდა, ხვალ კი გუნდთან ერთად ივარჯიშებს და ამის შემდეგ გადაწყდება, გამოიყენებს თუ არა ჩავი მას მადრიდში გასამართ შეხვედრაში.
მომდევნო თამაშში "ბარსას" არაუხო ნამდვილად გამოადგება, რადგან გუნდს ჟერარ პიკე და ერიკ გარსია არ ეყოლება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 9 ]