ერიკ გარსიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

ერიკ გარსიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, ერიკ გარსიას დაზიანებულ ცერა თითზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ განცხადებას კატალონიური კლუბი ავრცელებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ხელის ცერა თითზე ოპერაცია ჭირდება. გარსიას ოპერაცია დღეს ექიმმა ჩავიერ მირმა ჩაუტარა. ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა.

ოფიციალური ინფორმაციით გარსიას თამაში ჯერ არ შეუძლია. მისი დაბრუნება მკურნალობის პროცესზე იქნება დამოკიდებული.

ერიკ გარსია ლა ლიგის მომდევნო ტურს დისკვალიფიკაციის გამო ისედაც ტოვებდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 მაისი 2022 17:55
    0
    21 წლის არის, ვინმეს გახსოვთ პუიოლი მაგ ასაკში? დამიჯერეთ არაფრით გამორჩეული ტექნიკურად, მხოლოდ ჟინი ბრძოლის.
    ფანი [?]
    #1 13 მაისი 2022 13:37
    2
    როგორი დაუნიც არ უნდა იყოს იმედია კარგად იქნება