მატეუ ალემანი ატლეტიკოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მატეუ ალემანი ატლეტიკოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გუშინ "ბარსელონას" დირექტორი მატეუ ალემანი მადრიდის "ატლეტიკოს" აღმასრულებელ დირექტორს, ხილ მარინს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა.

COPE-ს ინფორმაციით განსახილველი თემა ანტუან გრიზმანი და ალვარო მორატა იყო. წყაროს ცნობით "ატლეტიკო" გრიზმანის იჯარის გახანგრძლივებას არ აპირებს, რის შესახებაც ფეხბურთელსა და მის აგენტს უკვე აცნობეს. იმავე წყაროს ინფორმაციით მხარეებმა განიხილეს ვარიანტი, რომლის თანახმადაც გრიზმანი "ბარსელონაში" დაბრუნდება, რის შემდეგაც კატალონიელები მას "იუვენტუსს" ალვარო მორატაში გაუცვლიან. ასეთ შემთხვევაში "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერის თანხის გადახდა არ მოუწევს.

ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ "ბარსა" რობერტ ლევანდოვსკის შეძენას ვერ მოახერხებს.

შეხვედრიდან გამოსულმა ალემანიმ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ხილ მარინთან ანტუან გრიზმანის საკითხი არ განუხილავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #15 14 მაისი 2022 10:10
    1
    რაღა დროს მორატაა ტო ?? მორატას ბრაიტა ჯობია , გასაგებია ჩავი ცდილობს მაქსიმალურად ესპანელები ყავდეს გუნდში და რა გამოვა არავინ იცის. გრიზმანი თუ არ გამოისყიდეს უნდა დარჩეს ერთი სეზონი გუნდში აცადონ იქნებ ჩავის სტილს იგებს ტოპ დონეა ბოლობოლო.
    ფანი [?]
    #14 13 მაისი 2022 20:55
    4
    ლაპორტაზე ჩასვრილი პრეზიდენტი არმეგულება
    Culé [?]
    #13 13 მაისი 2022 19:43
    4
    რა მორატა ბიჯო ხოარ ჩამოცხეს ამათმა, ზამთარშიც იყო ლაპარაკი და მორატას მოყვანას არავინ მოიყვანონ ის ჯობია
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 მაისი 2022 18:04
    0
    რას ჰქვია არ დაიტოვებენ, მაგათ გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ თუ თამაშების 50% ჩაატარებს. მე მგონი შეასრულა ნორმა, ასე რომ ნუ იგონებთ ახალ ახალ ჭორებს.

    ციტატა: .Gladiator.
    ერთი მორატა ხო გვყავს უკვე მეორე რაღად გვინდა 😃

    მე მგონი ატლეტიკოს(თუ იუვენტუსის) მორატა ჩვენს "მორატას" კიდეც ჯობია, იმას ოფსაიტებიდან მაინც გააქვს.
    გულშემატკივარი [?]
    #11 13 მაისი 2022 16:04
    3
    რო გაჰყვირით დე იონგი საყრდენიაო, მინიმუმ 20 თამაში აქვს ჩატარებული საყრდენზე და ყველაში კატასტროფა ხდებოდა, მერე შემოდიოდა მოედანზე ბუსკეცი და ლაგდებოდა თამაში. ეძახეთ საყრდენი რამდენიც გინდათ და ფაქტია ბარსაში საყრდენი არაა და ერთ საყრდენიან სქემაში კიდე კაპიკიც კი არ არის დე იონგის ფასი. ვინმე კიდე სხვანაირად თუ ფიქრობთ უბრალოდ აზრზე არ ხართ ფეხბურთის. ჰოლანდიის ნაკრებში რატომ არის კარგი დე იონგი???? იმიტომ რომ ორ საყრდენიან სქემაში კარგია დე იონგი, მაგრამ სჭირდება თავისნაირი სწრაფი დამზღვევი… სწორი გადაწყვეტილება იქნება დე იონგის 80+ მილიონად გაყიდვა, იმიტომ რომ მომავალში უფრო და უფრო დაიკლებს მისი ფასი.
    გულშემატკივარი [?]
    #10 13 მაისი 2022 13:45
    6
    ნახევაზე მეტი რასაც ლაპორტა ავრცელებ, არის შეგნებული და წინასწარ დაგეგმილი ტყუილი. რა პირველი შემთხვევაა? პირველი პრეზიდენტობის დროს, ბოლო ეტაპზე მიიღო ხმების უმეტესობა მოლოდ იმიტომ, რომ დაარწმუნა ყველა, რომ ბეკხემი მოყავდა გუნდში. ეს იმ დროს როცა ბეკხემის გადასვლა რეალში 100% გდაწყვეტილი იყო. მეორე პრეიდენტობა კიდევ მესიზე სპეკულაციით მიიღო. ყველა მისი ტყუილების ჩამოთვლა, შორს წგვიყვანს, ყველაფერი სახეზე. და კიდევ ერთი, მინდა მივმრთო ამ საიტზე სტატიების ზოგიერთ ავტორს, საკმარისია ამდენი ჭორების თარგმნა და გამოქვეყნება. თუ არ იცით რაიმე ზუსტად ან სხვა რამის წერა არ შეგიძლიათ, დადეთ კალამი და ნუ გვიმღვრევთ ტვინს თქვენი სისულლეებით. თუ ფეხბურთზე წერა გინდათ და გესმით რამე, მეტი დრო დაუთმეთ ტაქტიკურ ანლიზებს. გაშიფრეთ რას ნიშნავს ბარსას სტილი და სტრატეგია, რომელიც ძლიან ბევრს არ ესმის და სიამოვნებით მოგისმენს. შეეშვით ამ უზრო ინფომაციების თრგმნას.... საკმარიია რასაც ლპორტა გვატყუებს
    ფანი [?]
    #9 13 მაისი 2022 13:35
    6
    გრიზმანი ჩავის მოუყვანეთ იქნებ აათამაშოს, რა მორატა ხალხო, ღადაობთ? მაგაზე ნაგავი ვინ უნდა მოიყვანონ არ წარმომიდგენია, საღოლ ლაპორტას, ჰოლანდს დაგვპირდა და მორატა მოჰყავს, ბრავო! ბის!
    გულშემატკივარი [?]
    #8 13 მაისი 2022 13:27
    1
    ციტატა: totti10
    გრიზმანი კოუტინიო დე იონგი სამივე მოსპო ბარსელონამ არადა ტიპები თავიანთ გუნდებში დაფრინავენ, ახლა დამიციტირებთ ვერ გაამართლა ისა ესაო, ვერ გაამარტლა კი არა სადაც მისი პოზიციაა არ ათამაშებდნენ გრიზმანი არის ფოვარდების უკან კოუტინიო კი შემტევი ნახევარმცველი, დე იონგი კი 100% ანი საყრდენი, აი მარტივად აგიხსნით ახლობლის ბავშვი რომ გეტყვის სპაიდერ მენი მიყიდეო და სულ სხვა რამეს უყიდი რას იფიქრებს ბავშვი? აი ასეა სპორტში და ფეხბურთშიც, დე იონგს რომ ყიდიან მასზე უკეთესი თუ არა მასეთი მაინც უნდა იყიდო მინიმუმ დ ააი ვინ არის ჰრიზონტზე, რეალურად რომ დაფიქრდე, ბერნარდო მოიყვანონო ანუ საყრდენს ყიდი რომ ფლანგის კაცი მიიყვანო? და ვიზე ტოვებ გუნდს 33 წლის ბუსკესზე? თუ კესიზე რომელიც კაციშვილმა არ იცის როგორ ითამასებს? შტეგენს რომ ყიდიან კიდე სულ მთლად გამო... ეს გუნდი, ანუ შტეგენსი ბრალია ბევრი გოლი რომ გასდის? მაგ ლოგიკით დე ხეას ლორიაც ჯობია და მამარდაშვილიც , ანუ ობლაკს რახან გოლი არ გასდის შტეგენზე დ ადე ხეაზე აკრგი მეკარეა? ეგ იმის ბრალი ხომ არაა დაცვა და ცენტრი რომ გამოქლიავებულია? ან ატლეტიკსო რა გოლი გაუვა 11 კაცი კარში დგას. მოკლედ დე იონგი და შტეგენი თუ მარტლა გაყიდეს ეს გუნდი გაისად ევრო თასის ზონისთვის იბძოლებს და ლიგაზე მაქსიმუმ ჯგუფიდან გავიდეს, ისიც თუ გაუმართალა ჯგუფში

    შენი მოსაზრებები აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ გუნდი კი არ უნდა მოერგოს , ფეხბურთელი უნდა მოერგოს გუნდს. გრიზმანი და კოუტინიო რომ მოვიდნენ, მესი თამაშობდა მაგ პოზიიას, ასევე დე იონგის შემთხვევაში, ბუსკეტსი თამაშობს საყრდენს, და ეგენი არ არინ არც მესიზე და არც ბუსკეტზე უკეთესები. შეცფდომები დაშვებულია ტრნსფერებში, არ უნდა იყიდო ბოძი, რომელიც მარტო იქ ვარგა სადაც დაარჭობ. მაშინ ფულიც იყო და პრობლემებიც არ იყო, რათ უნოდათ ეგენი. დე იონგი ძალიან კარგია, ჩავარდნები ყვლას აქვს და მისი გაყიდვა მხოლოდ ფინანსური მოსაზრებებია. მესი გაწირეს ფინანსების გამო. გრიზმანს მე ვერაფით ვერ ვეგუები , მაგრამ მის სანაცვლოდ მორატა არის კიდევ ერთი დიდი შეცდომა. ისევ გრიზმანი ჯობია სათადრიგოთ, ოღონდ შემცირებული ხელფასით, თანაც მესი აღარ არის და აგერ ბატონო თუ რამე შეუძლია. როგორ მიიღებს მას კამპ ნოუ, ეს ყველამ ვიცით... მე პირველი დუსტვენ
    Culé [?]
    #7 13 მაისი 2022 13:24
    3
    ციტატა: .Gladiator.
    ერთი მორატა ხო გვყავს უკვე მეორე რაღად გვინდა 😃

    100% !
    Culé [?]
    #6 13 მაისი 2022 12:37
    3
    ერთი მორატა ხო გვყავს უკვე მეორე რაღად გვინდა 😃
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Culé [?]
    #5 13 მაისი 2022 12:24
    1
    აბა თუ გრიზმანი 50% მიიღება მონაწილეობას სავალდებულო გახდებაო გამოსყიდვა? ახლა კიდე გადაგვაგდეს ჩვეულებრივად. ყველა ამათ როგორ ატყუებს ამათი დედას ....... ახლა კიდევ ერთი მძორი შეგვეტენება.
    Culé [?]
    #4 13 მაისი 2022 12:10
    4
    რა მორატა ხოარ ან***ენ ესენი?
    ფანი [?]
    #3 13 მაისი 2022 12:07
    3
    მორატააა არააა დირგო კოშტა მოუოყვანონ !
    ფანი [?]
    #2 13 მაისი 2022 11:42
    4
    აშკარა შეცდომა იქნება, ფაქტობრივად, დაიხურება ლევანას თემაც, ასე რომ ალემანი იმედია ლევანასკენ გადაიხრება და კლუბს პრობლემა არ შეექმნება 60 მლნ-ის (მაქსიმალური თანხა) ბაიერნისთვის გადასახდელად, რადგან ნამდვილად ღირს პოლონელში ამდენის გადახდა.
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7
    Culé [?]
    #1 13 მაისი 2022 11:34
    12
    აუ რა მორატა ბიჯო, ხო არ გარეკეს ამათ, ისევ გრიზმანი ჯობია, ორი ფერან ტორესი შეტევაში სასწაული იქნება, გულიც დაგვარტყავს კაკრას😃😁